თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ძევრის საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებელი გოდოგნის საჯარო სკოლაში კონცერტს დაესწრნენ
12-12-2018, 22:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ფანჩულიძე, მერის თანაშემწე გიორგი ამირანაშვილი, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ გიორგაძე, თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ქეთევან შეყრილაძე, ძევრის საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებელი რაჩელ გაგნონი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გოდოგნის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

 


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ახლადრეაბილიტირებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეების მიერ გამართულ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.

 

 

მოსწავლეებმა მაყურებლის თვალწინ ილიას უკვდავი ნაწარმოებები და პერსონაჟები გააცოცხლეს, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სკოლის პედკოლექტივსა და მოსწავლეებს განახლებულ გარემოში სწავლასთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

 

 

„როდესაც სკოლა სწორად გეგმავს ბიუჯეტს და ამავდროულად აქვს მიზანი, შეუქმნას მოსწავლეებს სასწავლო გარემო, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შესანიშნავი შედეგი, როგორიცაა გოდოგნის საჯარო სკოლა. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორს ნანა ბეღელაძესა და მთელ პედკოლექტივს, რომ ასეთი გულისხმიერებით ემსახურებით მომავალი თაობის აღზრდას. რომ არა სიყვარული და თავდადება თქვენი პროფესიისადმი, დღეს აქ, ამ სკოლაში, ასეთი პოზიტიური გარემო არ იქნებოდა“, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი