ტერეზა მეის მისი ნდობის კენჭისყრის შედეგი უკვე უთხრეს - მედია
13-12-2018, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის, რომელიც ახლახან დაბრუნდა ოფისში, მისი ნდობის კენჭისყრის შედეგი უკვე უთხრეს, იტყობინება BBC "Jewish Chronicle"-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით. 

 

 

„ბრექსიტის“ მინისტრმა რობინ უოკერმა განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, „ტორების“ დეპუტატთა სულ მცირე ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ტერეზა მეის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეიმ 317-დან 200-ზე მეტი დეპუტატის ხმა მიიღო. ოფიციალურად კენჭისყრის შედეგი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გამოცხადდება.

 


მეის პოსტზე დასარჩენად სულ მცირე 159 ხმა ესაჭიროება.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კენჭისყრამდე ბოლოჯერ მიმართა თემთა პლატის რიგით დეპუტატებს მათთან ემოციური შეხვედრისას და მოუწოდა მხარი დაეჭირათ მისთვის. მეიმ მათ უთხრა, რომ იგი არ უხელმძღვანელებდა პარტიას 2022 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებზე, მაგრამ სურდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, რათა ბოლომდე მიეყვანა „ბრექსიტის“ შეთანხმება, განაცხადეს დეპუტატებმა.

 


ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „ტორების“ 48 დეპუტატმა ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მათ თავიანთი პარტიის ლიდერისადმი უნდობლობა გამოხატეს.

 


„კონსერვატორების“ დეპუტატთა უმრავლესობამ საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ პრემიერ მინისტრს, მაგრამ კენჭისყრა ფარული იყო და აქედან გამომდინარე უესტმინისტერის სასახლის ნომერ 14 დარბაზში კენჭისყრის წინ პარტიის მენეჯერები ნერვიულობდნენ.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი