თოვლის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტში 400-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
13-12-2018, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის შედეგად, თხილვანის, რიყეთისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის

გარეშე დარჩა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბერიძემ განუცხადა, დაწყებულია მუშაობა შესაბამისი ჯგუფების მიერ და ენერგომომარაგება აბონენტებს უახლოეს საათებში აღუდგება.

 

 

„დაახლოებით, 350-400 აბონენტს არ მიეწოდება ამ დროისთვის ელექტროენერგია. მუშაობენ სპეციალისტები. როგორც გვეუბნებიან, უახლოეს საათებში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება. საავტომობილო გზებზე, სკოლებსა და ბაღებში შეფერხებები არ ყოფილა", უთხრა GUARDIAN.GE-ს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბერიძემ, რომლის თქმითაც, ხულოში ისევ თოვს, თოვლის საფარმა კი, ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 15-20 სმ-ს, ხოლო დაბის ტერიტორიაზე 1-2 სმ-ს მიაღწია.

 

 

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებ, თუმცა,  სამუშაოების ჩატარების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დილიდანვე აღდგა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი