დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე იგი არ უხელმძღვანელებს „კონსერვატიულ პარტიას“
13-12-2018, 22:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე იგი არ უხელმძღვანელებს „კონსერვატიულ პარტიას“. ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად და „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის ლიდერებთან მოლპარაკებების საწარმოებლად ჩასულმა მეიმ თქვა, რომ პარტია ამჯობინებს „იმ არჩევნებზე სხვა ლიდერით წარსდგეს“.

 


აღნიშნული განცხადებით მან დაადასტურა „კონსერვატორი“ დეპუტატების მიერ ოთხშაბათს გაკეთებული კომენტარების ნამდვილობა, რომ 2022 წლის არჩევნებამდე იგი პოსტს დატოვებდა. „ტორების“ დეპუტატებმა თქვეს, რომ ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მათ ემოციურ შეხვედრაზე, ნდობის კენჭისყრის გამართვამდე სულ ცოტა ხნით ადრე უთხრა. მეიმ კი ამის თაობაზე პირველი კომენტარი მედიასთან ბრიუსელში ახლახან გააკეთა.

 


მეიმ ნდობის კენჭისყრაში გამარჯვება მოიპოვა - 200 ხმით 117-ის წინააღმდეგ, მაგრამ პირობა დადო, რომ მოუსმენს „ტორების“ დეპუტატთა იმ 37%-ის წუხილებს, რომელთაც მას ხმა არ მისცეს.

 


დიდ ბრიტანეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

 


BBC-ის ცნობით, მეიმ განაცხადა: „მე მთელი ჩემი გულით ვთქვი, რომ დიდად მოხარული ვიქნებოდი, რომ შემძლებოდა მეხელმძღვანელა „კონსერვატიული პარტიისთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მართებულია პარტიის შეგრძნება, რომ მათ ამჯობინონ ამ არჩევნებზე სხვა ლიდერით წავიდნენ“.

 


შეკითხვაზე, გადადგება თუ არა „ბრექსიტის“ შემდეგ, მან პირდაპირი პასუხი არ გასცა და თავი შეიკავა თარიღების დასახლებისაგან, მაგრამ აღნიშნა: „ის, რაშიც მკაფიოდ ვარ ჩამოყალიბებული, ეს არის ის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელსაა და ვფიქრობ, მართებულია, რომ პარტიის ხვა ლიდერი გაგვიძღვეს ამ საპარლამენტო არჩევნებზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი