„დიდგორი 2018“-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა
14-12-2018, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“-ის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი დაესწრნენ. სწავლების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები, თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები.

 

 

სწავლების ხელმძღვანელობამ სტუმრებს „დიდგორი 2018“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების სცენარი და სტრუქტურა დეტალურად გააცნო. მოგვიანებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლების საკლასო ოთახებიც დაათვალიერეს.

 

 

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), მთავრობის კანცელარიასა და სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე პარალელურად მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სწავლების პირობითი სცენარიდან გამომდინარე, ტოტალურ თავდაცვაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, კომპეცენტიის ფარგლებში, შესაბამის ღონისძიებებს ასრულებენ და ჰიბრიდული ომისა თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებულ ურთიერთქმედებას ახორციელებენ.

 

 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება კომპიუტერული სიმულაციური სისტემების მხარდაჭერით ხორციელდება. „დიდგორი 2018“ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება და მისი მიზანი კრიზისული თუ საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი