ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მას „საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდა ჟან-კლოდ იუნკერთან“
14-12-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ BBC-ის უთხრა, რომ მას „საკმაოდ მკაცრი საუბარი ჰქონდა [ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტ] ჟან-კლოდ იუნკერთან“.

 


მან თქვა, რომ ორივეს, როგორც ევროკავშირის, ისე დიდი ბრიტანეთის ინტერესია „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებები შევიდეს, რადგან „უწესრიგო ბრექსიტი“ არავისთვის არ არის კარგი.

 

 

ტერეზა მეის იმ გავრცელებული ვიდეოს შესახებ დაუსვეს შეკითხვა, სადაც ჩანს, რომ იგი იუნკერს მკაცრად ელაპარაკება. აღნიშნულ ვიდეოში საუბარი ისე ჩუმად ისმის, რომ მისი გაგება არ არის შესაძლებელი. BBC-ის ჟურნალისტმა მეის ჰკითხა, დასდო თუ არა ბრალი იუნკერს იმის გამო, რომ მან მას „ბუნდოვანი“ უწოდა.

 


მეის თქმით, ჟან-კლოდ იუნკერმა მას უთხრა, რომ „როდესაც ეს ფრაზა იხმარა, იგი დებატების საერთო დონეზე საუბრობდა“.

 

 

ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადყოფნას გამოხატავს მომავალი მოლაპარაკებების მოსამზადებლად და მომავალი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება დაიწყოს რაც შეიძლება მალე.

 


მან აღნიშნა, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ჩრდილოეთ ირლანდიიის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით შემდგომი სიცხადის და ახსნა-განმარტებების შეტანა ფაქტობრივად შესაძელებელი იქნება.

 


„ჯერ კიდევ გასაწევია სამუშაოები. ჩვენ უახლოეს დღეებში გავმართავთ მოლაპარკებებს თუ როგორ უნდა მივიღოთ შემდგომი გარანტიები, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ესაჭიროება იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს „ბრექსიტის“ შეთანხმებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უსაზღვროდ დიდი ინტერესის საგანია ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გაკეთდეს ეს“. განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი