ტერეზა მეი თავს დაესხა მის ერთ-ერთ წინამორბედთაგანს, ტონი ბლეერს, ბრალი დასდო რა მას „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებისთვის „ძირის გამოთხრაში“
16-12-2018, 23:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი თავს დაესხა მის ერთ-ერთ წინამორბედთაგანს, ტონი ბლეერს, ბრალი დასდო რა მას ახალი რეფერენდუმის მოწოდების გაჟღერებით „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებისთვის „ძირის გამოთხრაში“.

 


ბლეერის კომენტარებს მეიმ უწოდა „ შეურაცხმყოფელი ოფისისთვის, რომელიც მას ერთხელ ეკავა“.

 


„პარლამენტს აქვს დემოკრატიული ვალდებულება აღასრულოს ის, რასაც ბრიტანელმა ხალხმა ხმა მისცა“, აღნიშნა მეიმ.

 


გასულ კვირას ლონდონში ბლეერმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა შესაძლოა რომ მხარი დაუჭირონ ახალ კენჭისყრას, თუკი „არც ერთი სხვა არჩევანი არ იმუშავებს“.

 


მეის საპასახუდ გაკეთებულ განცხადებაში ბლეერი ირწმუნებოდა, რომ ახალი რეფერენდუმი დემოკრატიული იყო.

 


ხუთშაბათს დაახლოებით 10 „ლეიბორისტი“ დეპუტატი შეხვდა დევიდ ლიდინგტონს, რომელიც მეის შემდეგ მეორე დე ფაქტო ლიდერია, რომ იგი ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარების მიზანშეწონილობაში დაერწმუნებინათ.

 


როგორც BBC იუწყება, ლიდინგტონთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ ლიდინგტონი „არ გეგმავს ხელმეორე რეფერენდუმის ადვოკატობას“.

 


ბევრი მაღალი რანგის „ლეიბორისტი“ არ ემხრობა ხელმეორე რეფერენდუმს. მთავრობაც ასევე ეწინააღმდეგება ახალ რეფერენდუმს, აცხადებს რა , რომ საზოგადოებამ მკაფიო არჩევანი გააკეთა 2016 წელს, როცა მხარი დაუჭირა 51.9%-ით 48.1%-ის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას.

 


თემთა პალატას ტერეზა მეის „ბრექსიტის“ შეთანხმებისათვის სამშაბათს უნდა ეყარა კენჭი, მაგრამ „კატასტროფული მარცხის“ მოლოდინის გამო ხმის მიცემის პროცესი გადაიდო. ამასობაში კი „კონსერვატორმა“ დეპუტატებმა მეის უნდობლობა გამოუცხადეს და მისი პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნა ბეწვის ხიდზე ეკიდა, თუმცა ოთხშაბათ საღამოს უესტმინისტერში გამართული ნდობის კენჭისყრისას პრემიერ მინისტრმა 200 ხმით 117 წინააღმდეგ პოსტი შეინარჩუნა და მეორე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანისა და მისი გადარჩენის მიზნით მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა, თუმცა ევროკავშირმა უკვე შემდგარ გარიგებაზე ხელახალი მოლაპარაკებების გამართვას ცივი წყალი გადაასხა და მეის მკაფიოდ უთხრა, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმებაში მხოლოდ ახსნა-განმარტებების შეტანა შეიძლება იქნეს განხილული.

 


ტერეზა მეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ნდობის კენჭისყრაში გაიმარჯვა, პოლიტიკური მდგომარეობა მაინც ძალიან დაძაბული რჩება, რადგან „კონსერვატიულ პარტიაში“ დაყოფა და დაძაბულობები კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. თუკი ის ვერ მოახერხებს მისი თანაპარტიელი დეპუტატების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას „ბრექსიტის“ შეთანხმებაში ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით ცვლილებებზე დაიყოლიოს ბრიუსელი, მაშინ თემთა პალატაში მეის „ბრექსიტის“ გეგმას ისევ წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი