ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს - გადაწყვეტილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამალებულ შეიარაღებას უკავშირდება
17-12-2018, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

რის ხარჯზე?

 

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ჯარის განვითარებისთვის დამატებითი ხარჯების მიღება ეკონომიკის სტრუქტურის შეცვლის წყალობით არის შესაძლებელი:

 

 

 „ჩვენი მიზანია – სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზება. ამ საკითხის გადაწყვეტას იმას ვუკავშირებ, რომ სომხეთი ტექნოლოგიურ და საინჟინრო ქვეყნად უნდა გადაიქცეს“.

 

 

დამატებითი სახსრები, კერძოდ, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას უნდა მოხმარდეს.

 

 

სომხეთის ახლანდელი სამხედრო ბიუჯეტი

 

სომხეთის მთავრობამ 2019 წელს თავდაცვისთვის დაახლოებით 647 მილიონი დოლარი გამოყო. ეს წლევანდელზე მეოთხედით მეტია. აღსანიშნავია, რომ თავდაცვითი ბიუჯეტი, უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია, მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წელს ის 518 მილიონ დოლარს შეადგენდა – 17 პროცენტით მეტს, ვიდრე 2017 წელს.

 

რას უკავშირდება ეს?

 

სამხედრო ბიუჯეტის მატება ნაწილობრივ სომხეთის ეკონომიკის ზრდით არის განპირობებული. 2018 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,5 პროცენტით გაიზარდა, წელს კი ხუთპროცენტიანი ზრდა იგეგმება. თანაც „თავდაცვას“ 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4,5 პროცენტი მოხმარდება. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად აშშ-ში, სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს არ აჭარბებს.

 

 

სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამალებულ შეიარაღებას უკავშირდება. ორი ქვეყნის ჯარების გამყოფ ზოლზე სტაბილურად არცთუ მშვიდი სიტუაციაა.

 

 

სომხეთის სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, რუსეთისგან მორიგ სესხს უკავშირდებოდეს. ის  სომხეთს შეიძლება იარაღის ახალი პარტიის შესაძნად გამოუყონ.

 

 

JAMNEWS

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი