ტერეზა მეის ხელახალი რეფერენდუმის გამართვისკენ დაჟინებით მოუწოდებენ ყოფილი პრემიერ მინისტრები ჯონ მეიჯორი და ტონი ბლეერი, თუმცა იგი ჯიუტად ცდილობს „ბრექსიტის“ შეთანხმების პარლამენტში გატანას
18-12-2018, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაზე ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარება „იმედს გაუწბილებდა ბრიტანელ ხალხს“, გამაფრთხილებლად განუცხადებს ტერეზა მეი თემთა პალატის წევრებს, იტყობინება BBC.

 


ყოფილი პრემიერ მინისტრები ჯონ მეიჯორი და ტონი ბლეერი მათ შორის არიან, ვინც მეის ახალი რეფერენდუმის ჩატარებას დაჟინებით ურჩევენ იმ შემთხვევისთვის, თუკი პარლამენტის წევრები ევროკავშირთან მიღწეული „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე საერთო ენას ვერ გამონახავენ.

 


მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი დევიდ ქამერონი მის შემცვლელს „რჩევებს აძლევდა იმ შემთხვევისთვის, თუკი დეპუტატები მის მიერ ბრიუსელთან მიღწეულ შეთანხმებაზე უარს იტყოდნენ“, პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ სხვა „ბრექსიტის“ შედეგებზე მათ „გეგმები არ აქვთ“.

 


როგორც BBC იუწყება, დევიდ ქამერონი ესაუბრა ტერეზა მეის იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს კენჭისყრის სხვადასხვაგვარ შედეგებს თუკი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება.

 


დაუნინგ სთრითმა განაცხადა, რომ მეი, რომელმაც თემთა პალატაში გასულ სამშაბათს ბრექსიტის შეთანხმებაზე კენჭისყრა გააუქმა, ფოკუსირებულია იმაზე, რომ დეპუტატებისაგან დამატებითი გარანტიები მიიღოს იმისათვის, რომ მათ მომავალ თვეს საბოლოოდ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ შეთანხმებას.

 


ტერეზა მეიმ უკვე განუცხადა პარლამენტს, რომ დეპუტატები დიდი ბრიტანეთის ევროკაშირიდან გასვლას კენჭს უყრიან 14 იანვრიდან - მიმდინარე კვირაში.

 


როგორც ახალი თარიღის გამოცხადების შემდეგ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის ბარიერი - მთავარი მიზეზი „კოსნერვატორი“ დეპუტატებისთვის მხარი არ დაეჭირათ „ბრექსიტის“ შეთანხმებისთვის“ - არ იყო „დიდი ბრიტანეთისთვის ხაფანგში გაბმის შეთქმულება“ და დაჟინებით მოუწოდა პარლამენტის წევრებს დეტალურად გაეცნონ „ბრექსიტის“ გარიგებას.

 


მაგრამ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ იგი კენჭისყრის დაყოვნების გამო პრემიერ მინისტრის უნდობლობის საკითხის დაყენების პროცესს დაიწყებს. როგორც მან თემთა პალატას უთხრა, მიუღებელია, რომ დეპუტატებმა კიდევ ერთი თვე იცადონ იქამდე, სანამ მეის გარიგებაზე თავიანთ აზრს გამოხატავენ. მან დაამატა, რომ პრემიერ მინისტრი „ქვეყანას ეროვნული კრიზისისკენ გაუძღვა“.

 


კორბინის წინადადება, რომელიც სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს, მოუწოდებს პარლამენტის წევრებს გამოაცხადონ, რომ „მათ არ აქვთ ნდობა პრემიერ მინისტრისადმი მისი იმ მარცხის გამო, რომ ნება დართოს თემთა პალატას ჩაატაროს გონივრული კენჭისყრა ახლავე“, ბრექსიტის შეთანხმებაზე.

 


BBC-ის ცნობით, უნდობლობის პროცედურა ფოკუსირებული იქნება პერსონალურად მეიზე, ვიდრე მთავრობაზე. სხვა პარტიებმა, „ესენპიმ“ (SNP) და „ლიბერალ-დემოკრატებმა“ მოუწოდეს კორბინს, რომ უნდობლობის პროცედურა არა მარტო მეის, არამედ მთლიანად მთავრობის წინააღმდეგ იქნეს წამოწყებული.

 


BBC-ის პოლიტიკური რედაქტორის ლორა კიუნსბერგის განცხადებით, იმ დროს, როცა წინადადება - თუკი ის წარმატებული გამოდგა - ვერ დაასრულებს მთავრობის კოლაფსს, „ის კიდევ ერთი დისკომფორტი იქნება პრემიერ მინისტრისთვის თუ ლეიბორისტები ამ დღის ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებენ“.

 


პრემიერ მინისტრისადმი ნდობის კენჭისყრისგან განსხვავებით, მთავრობამ უნდა დართოს კენჭისყრის ნება ამ წინადადებაზე და თუ ის წარმატებული იქნება, მაშინ მთავრობა იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამართოს.

 


დაუნინგ სთრითმა კორბინის წინადადებას „სულელური პოლიტიკური თამაშები უწოდა“.

 

 

ტერეზა მეი და მისი კაბინეტი დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის ბრექსიტის შეთანხმების გარეშე დატოვების გეგმასაც განიხილავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი