წყალტუბოში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს
19-12-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში საახალწლო სამზადისი დაიწყო. საახალწლო ქალაქი წყალტუბოელებს და ქალაქის სტუმრებს 22 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს.

 


საახალწლო განათებებით მოირთვება ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური პარკი და საკონცერტო დარბაზ „ივერიის’’ მიმდებარე ტერიტორია.

 


ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაგეგმილია 22 დეკემბერს 18:00 საათზე, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.

 


28 დეკემბერს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში’’ ფოლკლორული ანსამბლ „ნადურისა’’ და ფინეთიდან მოწვეული მომღერლის, ლუიზა ომაროვას ერთობლივი ფოლკლორული კონცერტი ჩატარდება.

 


1 იანვარს 13:00 საათზე „ივერიაში’’ ა(ა)ი.პ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან’’ არსებული წრეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება „საახალწლო ზღაპარი’’.

 

 
2 იანვარს 13:00 საათზე „ივერიაში’’ გაიმართება სტუდია „ცისარტყელას“ საესტრადო კონცერტი.

 


3 იანვარს 17:00 საათზე „ივერიაში’’ სტუდია „ცისარტყელა“ წარმოადგენს სპექტაკლს - „წუნა და წრუწუნა“.

 


9 იანვარს 18:00 საათზე „ივერიაში’’ ნიღბების თეატრი წარმოადგენს „საახალწლო ზღაპარს’’.

 


14 იანვარს, 17:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება საზეიმო კონცერტი.

 


საახალწლო საჩუქრები ტრადიცულად დაურიგდებათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, საჩუქრების შესაძენად 2018 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი არის გამოყოფილი.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი