აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 26 წელს აღნიშნავს
19-12-2018, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 26 წელს აღნიშნავს. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცეს. I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ მოწვეული სტუმრებისთვის 2018 წლის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი ჩაატარა და ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ყურადღება გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. ლევან იზორიამ I ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

 

 

საზეიმო ცერემონიალი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოვებით გაგრძელდა. მათ საშტატო იარაღები და უწყებრივი მედლები გადაეცათ.

 

 

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა ახლადგარემონტებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერა. დღესვე ქვედანაყოფში ღია კარის დღეც გაიმართა. მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ორგანიზებით, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის იუბილე სამწყობრო მოედანზე სამხედრო ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

 

 

I ქვეითი ბრიგადის ისტორია 1992 წლის 1 აპრილიდან იწყება. 1993 წელს მას ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სტატუსი მიენიჭა. ბრიგადა 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობითვის წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1085 ბრძანებით, I მსუბუქ ქვეით ბრიგადას V ქვეითი ბრიგადა შეუერთდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირველი ქვეითი ბრიგადა ჩამოყალიბდა. ბრიგადის დღედ 19 დეკემბერი გამოცხადდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი