ვანის მუნიციპალიტეტში, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენის მესამე ეტაპი სრულდება
19-12-2018, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერა. აღნიშნული გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი და ჯი“ ახორციელებს.

 


ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (კოპიტნარის მიმართულებით) გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 499 999 ლარი დაიხარჯა.

 

 

 


რეაბილიტაციის სამივე ეტაპზე ჯამში მოეწყო 5300 მ ასფალტის საფარი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულების და რკინა-ბეტონის კიუეტების მოწყობის სამუშოები. დაგეგმილია რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე სრულად დაიგება სოფელ საპრასიის ცენტრამდე მისასვლელი გზა.

 


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი