საქართველოს პრემიერ მინისტრი: თავდაცვის მიმართულებით რეფორმები 2018 წელს იყო განსაკუთრებით წარმატებული
20-12-2018, 16:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ იქნება წარმატებული, თუ უზრუნველყოფილი არა გვაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.

 


საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2018 წელს თავდაცვის მიმართულებით რეფორმები განსაკუთრებით წარმატებული იყო:

 

 

„ეს ძალიან კარგად აისახა ნატოს ყოველწლიურ სამიტში და იმ დოკუმენტში, სადაც ჩვენი პროგრესი დაფიქსირდა. მაგრამ ბუნებრივია, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს გაცილებით მეტს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნის დასაცავად. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო ტოტალური თავდაცვის რეფორმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დაცული და უფრო მეტად სტაბილური. ჩვენი გმირი ჯარისკაცები განაგრძობენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გმირულად ასრულებენ თავიანთ როლს და პასუხისმგებლობას. სწორედ, ქართველი ჯარისკაცები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პროფესიონალ ჯარისკაცებად.“

 

 

პრემიერ მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზურნველყოფის გაუმჯობესებაზეც გაამახვილა ყურადღება. „მინდა, მეტი რესურსი დავუთმოთ სოციალურ საკითხებს ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჯანდაცვის ნაწილი - ქუთაისში გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი ჩვენი სამხედროებისთვის, მომავალ წელს აშშ-ის დახმარებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამედიცინო ცენტრი გაიხსენება და მომავალ წელს ასევე, გვსურს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთოთ სხვა სოციალურ პროექტებზე. 2019-2020 წლებში წოდების მიხედვით 7521 სამხედროს გაეზრდება ხელფასი და 1634 ქართველი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინით. ტერორიზმი არის ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიო თანამეგობრობისთვის. ეს გამოწვევა ყოველ დღე უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყებები, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს უსაფრთხოებით, მართლაც უმაღლეს დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს მათ ძალიან მაღალ პროფესიონალიზმს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი