ქალაქ ხონში, ჭანტურიას ქუჩის ორივე მხარეზე საფეხმავლო ბილიკების მოასფალტება მიმდინარეობს.
როგორც ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 1 664 გრძივი მეტრი საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდება, რის შემდეგაც მოსახლეობა შეეძლებს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას, გალამაზდება ქალაქის იერსახე.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებზეც არის დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.