ხონის მერია: 2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ათეულობით მსხვილბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
20-12-2018, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ათეულობით მსხვილბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ გადაგზავნილი პრიორიტეტების დოკუმენტი რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე განიხილა.

 

 

ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს და თითოეულს პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიენიჭა.

 

 

„გზები დაიგება სოფლების - დედალაურისა და ჩაის მეურნეობის დამაკავშირებელ გზაზე; ივანდიდისა და კუხის დამაკავშირებელ გზაზე; იპოლიტე ხვიჩიას მეორე შესახვევში (პირველი უბნის სასაფლაომდე მისასვლელი გზა), ნინოშვილის, გურამიშვილის, ბაგრატიონის, მებუკის ქუჩებზე, სოფელ ნახახულევში (უგულავების უბანი), სოფელ საწულუკიძეოში (ბოყოურას უბანი), სოფელ გუბში (ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზის მე-11 კილომეტრიდან სოფელ დიდი ჯიხაიშის საზღვრამდე), წერეთლის ქუჩაზე, იპოლიტე ხვიჩიას პირველ შესახვევში, ფიროსმანის, თაყაიშვილის, ნიკოლაძის ქუჩებზე, სოფელ დიდ კუხში (გორდაძეებისა და ძიძიგურების უბანები), სოფელ მათხოჯში (ბარაბაძეების უბანში დასრულება), გოჩა-ჯიხაიშის ცენტრიდან სოფელ გუბის მიმართულებით, წყალტუბო-ხონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მე-11 კილომეტრიდან გველესიანების უბანში მიმავალ გზაზე, სოფელ კონტუათში (რუხაძეების უბანი), სოლომონ მე-2 ქუჩის პირველ და მეორე შესახვევებში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე.

 

 

განახლდება ხონის ცენტრალური ბულვარი. წყალმომარაგების სისტემები მოწესრიგდება ახალშენში, კინჩხასა და გორდში. სამედიცინო ამბულატორიები გარემონტდება ნახახულევში, ივანდიდში, გოჩა-ჯიხაიშში, კონტუათში, საწულუკიძეოში, მათხოჯში, გორდში, გუბში, კუხში, ქუტირში, დედალაურში, ჩაის მეურნეობაში, ძეძილესთსა და კინჩხაში. 

 

 

სახიდე გადასასვლელები აშენდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-37) ქუთაისი(ავტოქარხანა)-ხონი-სამტრედიას საავტომობილო გზის მე-10 კმ-ში (9+160) მდ. გუბისწყალზე, წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-დან, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მდინარეების ცხენისწყალისა და მეჭიას მონაკვეთებზე.

 

 

ასევე, 2019 წელს განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები სოფელ მათხოჯში მდ. ცხენისწყლის (მდ.ღარჩელის შესართავთან) კალაპოტთან.

 

 

2019 წელს სკოლების შენობების სარეაბილიტაციოდ ხონის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 000 ლარი გადმოეცემა. თანხა განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით დაიხარჯება. აღნიშნული პროექტები რეგიონული განითარების ფონდისა და საგზაო დეპარტამენტის მიერ დაფინანსდება", ნათქვამია ხონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი