წყალტუბომ „აჩუქე სითბოს“ ფარგლებში მარტოხელა მოხუცებს უმასპინძლა
24-12-2018, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბომ საქართველოს წითელი ჯვრის მარტოხელა მოხუცებს უმასპინძლა. „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ (მე-6 აბაზანა) ინიციატივითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, ბენეფიციარებს კამპანიის „აჩუქე სითბოს“ ფარგლებში სხვადასხვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაუტარდათ. სპეციალურად მათთვის მოეწყო სადღესასწაულო სადილი.

 


„მწვანე ქალაქის“ გამორჩეულ სტუმრებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდა, საჩუქრები გადასცა და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა.

 


„მიხარია, რომ მომეცა საშუალება ჩავერთო ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო აქციაში, მინდა ჩვენი წილი სითბო და ყურადღება გავუნაწილო ამ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებიც წლებმა ვერ გატეხეს, პირიქით, უფრო გაალამაზეს და გააკეთილშობილეს. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით, ერთგულ მეგობრად და გულშემატკივრად, მრავალ ახალ წელს დაესწარით“, აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

 


„კამპანიის მიზანია მარტოხელა ადამიანებს გავუხალისოთ ყოველდღიურობა და ვაგრძნობინოთ რომ ისინი ჩვენთვის ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით“, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.

 

 

წითელი ჯვრის ბენეფიციარებმა, ერთი დღით, მომსახურების სრული პაკეტით ისარგებლეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის გარდა, საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს „ცენტრალ ჰოტელ წყალტუბომ“, „ომნიბუსმა“ და „დანკინ საქართველომ“.

 


„ჩვენი პასუხისმგებლობაა მეტი ყურადღება და სითბო გამოვიჩინოთ ჩვენი ხანდაზმულების მიმართ, სწორედ ამიტომ კამპანიაში „#აჩუქესითბო“ გამოვიწვიეთ როგორც ბიზნესსექტორი, ისე თითოეული მოქალაქე, ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მეტი სითბო, მოფერება სჭირდებათ და ჩვენ ეს სითბო უნდა გავცეთ“, აღნიშნა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი