თერჯოლის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა - იგი 10 210.0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა
24-12-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

 


დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ წარმოდგენილი შვიდი საკითხის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობრივ შესყიდვებში შესატან ცვლილებებს.

 


დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკითხს, რომელიც განისაზღვრა 10210.0 ათასი ლარის ოდენობით. ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღევანდელ სხდომამდე საკრებულოს კომისიებსა თუ ფრაქციებში, აიპების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად რამდენჯერმე განხორციელდა.

 


საკრებულოს წევრებმა სხდომაზე ასევე დაამტკიცეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმა, პრიორიტეტების დოკუმენტი და ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმა.

 


მათივე გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესშიც.

 


აღნიშნული საკითხები რიგგარეშე სხდომამდე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ, იურიდიულ საკითხთა კომისიამ, საფინანსო კომისიამ და საკრებულოს ბიურომ განიხილა.

 


სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და სამსახურების ხელმძღვანელების ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი