გარდაბნის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
24-12-2018, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

 

 

საკრებულოს წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მერიის საფინანსო საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა გურულიშვილმა წარუდგინეს.

 

 

როგორც 2019 წლის ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა მომავალ წელს პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, განათლებას, კულტურას, მოსახლეობის ჯანმრთლობის დაცვასა და სოციალურ პროგრამებს მიენიჭება.

 

 

მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს წევრებს ასევე წარუდგინა მიმდინარე წელს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში.

 

 

2019 წლის ბიუჯეტთან ერთად წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა განიხილეს და დაამტკიცეს საკითხები:

 


ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მცხოვრები ეკატერინე შოშიაშვილისათვის დახმარების გაწევის შესახებ;

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2019–2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

 


საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების შესახებ;

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახტანგისის ტერიტორიაზე მდებარე 11619.77მ. ხაზოვანი ნაგებობის (ს/კ №81.00.349 გაზსადენი მილი) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-სთვის ერთი წლის ვადით, იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ;

 


საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ;

 

 

საკრებულომ აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს მნიშვნელოვანი შენიშვნების გარეშე დაამტკიცა.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი