32 წლის წინ გატაცებული არგენტინელი გოგონა, რომელიც ახლა 45 წლის ქალია, თავის 9 წლის ბიჭთან ერთად პოლიციამ უვნებლად გაათავისუფლა
26-12-2018, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არგენტინელი ქალი, რომელიც 1980-იან წლებში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა, არგენტინელი და ბოლივიელი სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაციის შედეგად განთავისუფლდა და ოჯახს დაუბრუნდა.

 


როგორც BBC იტყობინება, დაახლოებით 32 წლის წინ შეპყრობილი გოგონას, რომელიც ახლა 45 წლის ქალია, ადგილსამყოფელი მიმდინარე წლის დასაწყისამდე უცნობი იყო, ვიდრე პოლციამ არ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სამხრეთ ბოლივიაში, ბერმეჯოში იმყოფებოდა.

 


ამის შემდეგ პოლიციამ კონტროლზე აიყვანა სახლი, სადაც ის გამოკეტილი ჰყავდათ და ქალი და მისი 9 წლის ბიჭი უვნებლად გაათავისუფლა.

 


გათავისუფლებული დედისა და მისი ბიჭის ვინაობა არ გამჟღავნებულა.

 


25 დეკემბერს, არგენტინის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქალს ბოლოს და ბოლოს მიეცა შესაძლებლობა დაბრუნებოდა თავის ოჯახს მარ დელ პლატაში.

 


ის და მისი ვაჟი დეკემბრის დასაწყისში გაანთავისუფლეს.

 


განცხადებაში არ არის ნახსენები, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი დაახლოებით 32 წლის წინ მომხდარ გატაცებაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი