ავარიული დაზიანებების გამო თბილისის უდიდესი ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი
09-02-2014, 14:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 1400 მმ-იან VI და VII მაგისტრალურ წყალდენებზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ, გუშინ ღამიდან სასწრაფო ტექნიკური სამუშაოების განხორციელება დაიწო.

 

 

წუხელ, დაახლოებით, 23:00 საათზე ავარიულად დაზიანდა ორივე მაგისტრალური არტერიის არაგვის ხეობაში გამავალი მონაკვეთები.

 

 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილმდებარეობის სირთულიდან გამომდინარე, მაგისტრალების დაზიანებულ მონაკვეთებამდე მძიმე სპეცტექნიკის გადასასროლად კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა გზის გაყვანა დაიწყო, რის შემდეგაც, დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადების, ასევე, ბულდოზერებისა და ექსკავატორების მობილიზება შესაძლებელი გახდა.

 

 

დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციის პროცესი დღის ბოლომდე გასტანს.

მაგისტრალურ წყალსადენების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს დილიდან წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდა გლდანის III, IIIა, V, VI, VII, VIII და თემქის III მ/რაიონებს, ცენტროლიტის,კონიაკის, მუხიანის სამხედრო და გლდანულას დასახლებებს, ასევე სოფლებს: გლდანს და გიორგიწმინდას

 

 

წყლის მიწოდება შეუწყდა "ჰაიდელბერგ ცემენტს" და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს, შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, კეკელიძის, ტიციან ტაბიძის, აბაშელის,ცხვედაძის, დარიალის, გოგებაშვილის, კერესელიძის, გუნიას, გალის, მაყაშვილის, კოჯრის,შინდისის, წავკისის, მესხისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს,ნუცუბიძის ქუჩასა და ნუცუბიძის ფერდობებს, წყნეთს, წავკისს, ახალდაბას, კიკეთს,კოჯორსა და ტაბახმელას.

 

 

გარდა ამისა, დღეს, დღის განმავლობაში წყალს დაბალი წნევით მიიღებს დიდი დიღომი, სოლოლაკი და მთაწმინდა, გამსახურდიას, ვაჟა-ფშაველას და ალ.ყაზბეგის გამზირები,

 ბახტრიონის, მგალობლიშვილის, იოსებიძის, შარტავასა და მათი მიმდებარე ქუჩები.

 

 

კომპანიის ცნობითვე, წყალმომარაგების აღდგენა დღეს საღამოს 10 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყება და 10 თებერვლის დილის 8 საათისთვის ყველა ჩამოთვლილი უბანი წყალს მიიღებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი