დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში ერისთავების სახლ-მუზეუმის რესტავრაციის მესამე ეტაპი დასრულდა
26-12-2018, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რესტავრაციის მესამე ეტაპი დასრულდა.

 


რეაბილიტირდა სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთის ავნები და პატარა მარანი.

 


დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა, იგი განთავსებულია XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში.

 


მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტო და დოკუმენტური მასალა. შენობა სამსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით და კვადრატული აგურით, შედგება სწორი კუთხით მიბჯენილი ორი ფრთისგან. ორივე ფრთას ერთმანეთთან აკავშირებს აივანი, რომელიც შენობის II და III სართულებს ეზოს მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს.

 


პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.

 

 

ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი