ხონის ბაგა-ბაღების ქსელში საახალწლო ღონისძიებები იმართება. თოვლის ბაბუა პატარებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და ტკბილეულით უმასპინძლდება. ცენტრალური საბავშვო ბაღის მზაობის ჯგუფის კონცერტს დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საახალწლო ღონისძიება გაიმართა საბავშვო ბიბლიოთეკაში. პატარა მკითხველებმა დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს. ღონისძიების დასასრულს თოვლის ბაბუამ პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.