კიმ ჩენ ინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ბირთვული განიარაღების მის მიერ აღებულ კურსს შეცვლის, თუკი შეერთებული შტატები ფხენიანზე სანქციებს განაგრძობს
01-01-2019, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი ერთგული რჩება ბირთვული განიარაღების, მაგრამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ იგი მის მიერ აღებულ კურსს შეცვლის, თუკი შეერთებული შტატები მასზე დაკისრებულ სანქციებს განაგრძობს.

 


ამის შესახებ კიმმა ახალი წლის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.

 


გასული წლის სიტყვამ ქვეყანა სამხრეთ კორეასა და აშშ-სთან საერთაშორისო დიპლომატიის უპრეცედენტო გზაზე გაიყვანა. კიმმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წლის ივნისში ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები პირირსპირ გამართეს, მაგრამ ჯერჯერობით შედეგები საკმაოდ მცირეა.

 


ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობამდე 2017 წელი საკმაოდ მღელვარე და დაძაბული იყო. ფხენიანმა ამ წელს გამოსცადა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ კონტინენტამდე მიღწევა შეეძლოთ და ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის რიტორიკაში ესკალაციამ, რომელიც ორივე მხრიდან შეურაცხყოფებში და ბირთვული განადგურების მუქარებში იყო გადაზრდილი, პიკს მიაღწია.

 


კიმისთვის ყოველწლიური საახალწლო მიმართვა ის ტრადიციაა, რომელიც მისი ბაბუისგან, კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებელი კიმ ირ სენისაგან მოდის.

 


BBC-ის ცნობით, სიტყვის სამიზნე ძირითადად ქვეყნის შიდა აუდიენციაა და გასული წლების მსგავსად წელსაც კიმ ჩენ ინის მიმართვა ფოკუსირებული იყო ეკონომიკაზე, მაგრამ მასში საერთაშორისო დღის წესრიგზეც არის აქცენტები გაკეთებული.

 


2019 წლის მიმართვაში, რომელიც სამშაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, კიმმა განაცხადა: „თუკი შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის დაპირებას, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე დადო... და დაჟინებით განაგრძობს სანქციებს და ზეწოლას ჩვენს რესპუბლიკაზე, ჩვენ შესაძლოა არაფერი არჩევანი აღარ დაგვრჩეს გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ ჩვენი სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის ახალ გზაზე“.

 


ჩრდილოეთ კორეაზე ამჟამად სხვადასხვა სანქციაა დაწესებული გაეროს უშიშორების საბჭოს მიერ და ყველა ეს სანქცია მის ბირთვულ და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებს უკავშირდება.

 


კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე დადო აღთქმა, რომ არ შექმნიდა, არ გამოიყენებდა ან არ განავრცობდა ბირთვულ იარაღს და მან ამის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

 


მან ასევე თქვა, რომ იგი მზად არის ნებისმიერ დროს ისევ შეხვდეს დონალდ ტრამპს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი