556 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფების შედეგად 2018 წელს - 2017 კი ყველაზე უსაფრთხო წელი იყო და არც ერთი სამგზავრო თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა
02-01-2019, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გასულ წელს ავიაკატასტროფების დროს დაღუპულთა მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელთან შედარებით, მაგრამ ამის მიუხედავად 2018 წელი არსებული მონაცემების მიხედვით ჯერ კიდევ მე-9 ყველაზე უსაფრთხო წელიწადი იყო, იტყობინება BBC.

 


საავიაციო უსაფრთხოების ქსელის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჰაერო კატასტროფებისას გასულ წელს 556 ადამიანი დაიღუპა, მაშინ როცა 2017 წელს 44.

 


გასული წლის ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა სამოქალაქო ავიაციაში ოქტომბერში მოხდა, როცა ინდონეზიაში „Lion Air“-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა და 189 ადამიანი დაიღუპა.

 


2017 წელი კომერციული ავიახაზებისთვის ყველაზე უსაფრთხო წელი იყო და არც ერთი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას არ ჰქონია ადგილი.

 


‘უზარმაზარი პროგრესი’

 


ნიდერლანდებში ბაზირებული საავიაციო უსაფრთხოების ქსელის განცხადებით, 2018 წელს ჯამში 15 ფატალური ავიაკატასტროფა მოხდა და მათ შორის ყველაზე საშინელი იყო:

 


ინდონეზიაში „Lion Air“-ის „ბოინგ 737“-ის ჯავას ზღვაში ჩავარდნა მალევე, როგორც კი ის ჯაკარტას აეროპორტიდან აფრინდა. ავიალაინერი ტექნიკურად გაუმართავი იყო და მისი გასაფრენად გაშვება არ იყო მიზანშეწონილი.

 


კუბაზე, ივლისში მომხდარ ავიაკატასტროფას 112 ადამიანი ემსხვერპლა და მიზეზად ადამიანური შეცდომა დასახელდა.

 


თებერვალში ირანის ზაგროსის მთებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა.

 


მარტში ნეპალის კატმანდუს აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავის ავიაკატასტროფას კი 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


ამის მიუხედავად, ბოლო 20 წლის განმავლობაში საერთო სურათი გაუმჯობესებულია.

 


„ინციდენტების მაჩვენებელი იგივე რომ დარჩენილიყო, რაც 10 წლის წინ იყო, მაშინ 39 საბედისწერო შემთხვევა გვექნებოდა გასულ წელს“, განაცხადა საავიაციო უსაფრთხოების ქსელის წარმომადგენელმა ჰარო რანტერმა.

 


„2000 წლის ინციდენტების მაჩვენებელის მიხედვით კი 64 საბედისწერო შემთხვევაც კი იქნებოდა დაფიქსირებული. ეს აჩვენებს უზარმაზარ პროგრესს უსაფრთხოების კუთხით ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი