„რესპუბლიკელების“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სენატორმა მით რომნიმ დონალდ ტრამპზე გესლიანი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ ტრამპის ქმედებებმა მსოფლიოს ირგვლივ შეშფოთება გამოიწვია
02-01-2019, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და იუტას შტატის მომავალმა სენატორმა მით რომნიმ დონალდ ტრამპზე გესლიანი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ ტრამპის ქმედებებმა მსოფლიოს გარშემო შეშფოთება გამოიწვია, იტყობინება BBC.

 


„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ წერილში რომნიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრეზიდენტობის „მანტიამდე ვერ გაიზარდა“.

 


წერილის საპასუხოდ ტრამპმა თქვა: „მე დიდი გამარჯვება მოვიპოვე და მან ვერა“.

 


რომნის მიერ სენატორის ფიცის დადებამდე ორი დღით ადრე წერილის გამოქვეყნება ზოგიერთისთვის იმის მანიშნებელი აღმოჩნდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იგი შესაძლოა ტრამპის მეტოქეობას ცდილობდეს.

 


რას ამბობს რომნი?

 


წერილში, რომნი ტრამპის პოლიტიკის ბევრ ნაწილს აქებს, მაგალითად, იმას, რომ მან საგადასახადო რეფორმები გაატარა და დანიშნა კონსერვატორი მოსამართლეები, რაც მისი თქმით, „რესპულიკელების მთავარი ბირთვის მრავალი წლის განმავლობაში მხარდაჭერილი“ პოლიტიკა იყო, მაგრამ, განაგრძობს რომნი: „იმ დროს როცა ერი დაყოფილი, აღშფოთებული და გაბრაზებულია, საპრეზიდენტო ხელმძღვანელობის მახასიათებელი ნიშან-თვისებები გარდაუვალად აუცილებელია. და ის იმ პასუხისმგებლობას და კომპეტენციას მოითხოვს, სადაც მოქმედი ლიდერის ნაკლოვანება ყველაზე გამომწვევია“.

 


„მსოფლიო ასევე გაკვირდება და გიყურებს“, აღნიშნავს რომნი და განაგრძობს: „ტრამპის სიტყვებმა და ქმედებებმა შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოს გარშემო“.

 


რომნი აცხადებს, რომ იგი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმგვარ პოლიტიკას , რაც მისი აზრით, საუკეთესო იქნებოდა იუტას თუ ამერიკის ინტერსებისთვის, მაგრამ იმ ქმედებების წინააღმდეგ გამოვიდოდა, რაც არის „გამყოფი, რასისტული, სექსისტური, ანტი-იმიგრაციული, უპატიოსნო თუ დესტრუქციული დემოკრატიული ინსტიტუტების აღქმის თვლასაზრისთ“.

 


როგორი იყო რეაქცია?

 


რომნის წერილი ფართო განხილვის საგანი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მედიაში. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ რომნი ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ კონგრესში ტრამპის მთავარი კრიტიკოსი იყოს.

 


ტრამპის 2020 წლის საპრეზიდენტო კაპმანიის მენეჯერმა რომნის ბრალი ეჭვიანობაში დასდო.

 


სოციალურ მედიაში ბევრმა შეაქო რომნი, სხვებმა თქვეს, რომ ის უფრო შორს უნდა წასულიყო. კონსერვატორმა კომენტატორებმა და პრო-ტრამპის მწერლებმა მას ბრალი დასდეს ორპირობასა და ოპორტუნიზმში.

 

 

როგორი ურთიერთობა აქვთ ტრამპს და რომნის?

 

 

გართულებული. 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას რომნიმ განაცხადა, რომ ტრამპს „პრეზიდენტობის არც ტემპერამენტი და არც განსჯის უნარი გააჩნდა“. ტრამპმა კი რომნის „სიცილის გამომწვევი არტისტი“ და 2012 წლის მის საპრეზიდენტო მარათონს „ყველაზე საშინელი რამ“ უწოდა, რაც კი ამერიკის ისტორიაში ყოფილა.

 

 

მიუხედავად ამისა, იმავე წელს, ტრამპის საპრეზიდენტო არჩვნებში გამარჯვების შემდეგ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ახლადარჩეული პრეზიდენტი რომნის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნას აპირებდა.

 


ხუთშაბათს, როცა აშშ-ის კონგრესი ახალი შემადგენლობით განაახლებს მუშაობას, ტრამპი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ გაიმყარეს თავიანთი პოზიციები სენატში, მაგრამ არჩევნები წააგეს წარმომადგენლობით პალატაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი