დაიღუპა ექვსი ადამიანი და დაზიანებები მიიღო 16-მა დანიის ხიდზე ძლიერი ქარის დროს სატვირთო მატარებელზე განთავსებული ნარჩენების გადმოყრისას, რამაც დედაქალაქ კოპენჰაგენისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის უეცარი დამუხრუჭება და უბედური სარკინიგზო ინციდენტი გამოიწვია, იტყობინება BBC.
სარკინიგზო ქსელის ოფიციოზის განცხადებით, მაშველები ცდილობენ მატარებელში მყოფი დაახლოებით 100 მგზავრის უვნებლად გადმოყვანას.
სამგზავრო მატარებლით საშობაო არადადეგებიდან სამსახურებში თუ სახლებში დანიელები გადაადგილდებოდნენ. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა „თვითერზე“ დაწერა, რომ ინციდენტმა „ყველა ჩვენგანი დაგვზაფრა“.
შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა ასევე „თვითერზე“ დაწერა, რომ „საშინელი ინციდენტის“ შემდეგ იგი რასმუსენს ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.