ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან დაიწყო. ბათუმის მერიის ცნობით, გაწმენდით სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ახორციელებენ.
ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში გუშინ რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის მერიის წარმომადგენელი დაშავდა.
ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი და ხე-მცენარეც დაზიანდა. ადგილზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.