ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში 50 მილიონი აშშ დოლარის პროექტის, „ჯონოული 2“-ის ჰესის მშენებლობის საჯარო განხილვა მოეწყო
09-01-2019, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში „ჯონოული 2“-ის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.

 


ანგარიში მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს და მოისმინეს ადგილობრივთა მოსაზრებები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოსახლეობას განემარტა, რომ სკოპინგის ანგარიში არის პროექტის განხორციელების ერთ-ერთი ეტაპი, რომლის შემდგომაც მოხდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შედგენა და მისი ასევე საჯარო განხილვა.

 


განხილვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მხარის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა დაესწრნენ.

 


არჩილ ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არის ძალზე მნიშვნელოვანი, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე და იყვნენ სრულად ინფორმირებულნი. სახელმწიფოს მიერ თითოეული პროექტი იგეგმება ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ამიტომ მნიშვნელოვანია დაველოდოთ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს და ამის შემდგომ მოხდეს მსჯელობა მისი კონკრეტული ფორმით განხორციელების შესახებ.

 


2017 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

 


„ჯონოული 2 ჰესის“ დაგეგმილი დადგმული სიმძლავრე 32.00 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 129.20 მლნ.კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 50,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 1
#1   სოფელი ჩქუმი
      
აღნიშნული ჰესის აშენება არის ბოროტება. ისედაც პატარა მდინარე მთლიანად ჰესის ტურბინების ასამუშავებლად 3 მეტრიან მილში მოექცევა 4-5 კილომეტრიან მონაკვეთზე და ორი ულამაზესი სოფელი დარჩება წყლის, წყაროების, მოსავლის და საბოლოოდ მწვანე საფარის გარეშე
10 იანვარი 2019 08:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი