9 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფ. სამთისის მოზამთრე ორ ოჯახს ეწვივნენ და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სოფლის მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად უახლოეს მომავალში გაიწმინდება სოფ. სამთისამდე მისასვლელი და შიდა გზები, მოგვარდება სოფლის ყოფითი პრობლემები.
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მისასვლელი გზების მდგომარეობა ემზარ საბანაძემ პირად კონტროლზე აიყვანა.
ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.