ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე დაბა აბასთუმანში, მუნიციპალური განვითარების ფონდის, „სი-ემ-სისა“ და „კეიოსის“ წარმომადგენლებს შეხვდა
10-01-2019, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, დაბა აბასთუმანში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, სი-ემ-სისა და keios srl წარმომადგენლებს შეხვდა.

 


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება სიემსისა და კეიოსის (იტალია) ერთობლივ საწარმოსთან დაბა აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურებაზე. აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში შესრულდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ არის დაფინანსებული.

 


პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებით მხარი დაუჭიროს ტურიზმის წილის ზრდას ადგილობრივ ეკონომიკაში, რაც განხორციელდება ურბანული პროექტირების ინტეგრირებული კონცეფციის შემუშავებით, რომელიც განვითარების ნათელ და ერთიან ხედვას ეფუძნება საინვესტიციო პროგრამის განსაზღვრით; პრიორიტეტული პროექტების შერჩევითა (რაც მოიცავს: წინასწარ და დეტალურ პროექტირებას, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და პროექტების შესრულებას) და სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებით.

 


აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის ხელმძღვანელები ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდნენ და მათი ხედვები გაიზიარეს.

 


ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი