დუშეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო
15-01-2019, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო. განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობა შეარჩევს.

 


მიმდინარე წლის 15 იანვარს, დაბა ჟინვალის მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და პირველი რიგის აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდეს. მხარის რწმუნებულმა და დუშთის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე. დაბა ჟინვალის მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროექტში. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტები:

 


სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ეზოს კეთილმოწყობა;

 


ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

 


საფეხმავლო ბილიკისა და ხიდის კეთილმოწყობა;

 


საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მოწყობა;

 


საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.

 


პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.

 


ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   Nata
      
მოიკითხეთ ერთი დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენ სოფელში განხორციელდა ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და რა არის უმეტეს სოფლებში განუხორციელებლობის მიზეზი
5 დეკემბერი 2019 16:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი