გამოკითხვის შედეგებით ხარაგაულის მერის საქმიანობა დადებითად შეფასდა
15-01-2019, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოკითხვა - როგორ აფასებთ ხარაგაულის მერის საქმიანობას, ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 


გამოკითხვის შედეგად, მასში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, ადამიანთა 94%-მა ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა დადებითად შეაფასა, დანარჩენმა 6%-მა კი - უარყოფითად!

 


"მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და ღიად დააფიქსირა საკუთარი აზრი. თქვენი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

 


განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც კრიტიკულია. ჩვენ გულისყურით ვუსმენთ განსხვავებულ აზრს, ღიად ვსაუბრობთ პრობლემებზე და გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

 


აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე იწყებს გასული ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას მოსახლეობასთან. შეხვედრების განრიგს მიადევნეთ თვალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge და მერიის ოფიციალურ facebook გვერდზე", ნათქვამია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი