გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 29 საკითხი განიხილეს
15-01-2019, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილეს.

 


სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭრა დადგენილების პროექტს, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

 


მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრები ამბკო ავალიანის, სოფელ თელეთში მცხოვრები ლევანი ვარდიაშვილისთვის და სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები თამაზი არევაძისთვის დახმარების საკითხები. ასევე მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოვების საკითხები.

 


სხდომაზე ასევე განხილულ იქნა საკითხები - სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“, სს „სილქნეტისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა ტრანსპორტირებაზე ნებართვის გაცემას.

 


ამავე სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ააიპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ მუნიციპალიტეტის საკითრებაში არსებული მიკროავტობუსის უსასყიდლო თხოვების უფლებით გადაცემის შესახებ.

 


აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.

 


ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი