ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობა იწყება - პროექტი 2022 წლის ბოლოს დასრულდება და მასზე 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
16-01-2019, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ, კომპანია „ბლექ სი გრუპთან“ და კომპანია „აკორდთან“ ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე ახალი 2 ზოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისი-სამტერდიის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება 200 მილიონ 255 ათას ლარამდეა.

 


„ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. 3 ლოტზე, ქართულმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპმა“გაიმარჯვა, ერთზე კი კომპანია „აკორდმა“. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტარქტორის სახით პირველად განახორციელებს.

 


ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და ამ დროისთვის, სახიფათო გზის რეპუტაცია აქვს საგზაო ავარიების რაოდენობით და განსაკუთრებით ფატალური შედეგებით. გზის 4 ზოლიანად გაფართოების პროექტი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას განახლებულ გზაზე.

 


ახალი გზის მმშენებლობა უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას. ასევე, გზის გაფართოების შემდეგ გაიზრდება მოძრაობის სიჩქარე და შემცირდება ხარჯები.

 


ქუთისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება“, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი