კენიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნაირობიში სასტუმროზე თავმდამსხმელი ყველა „ტერორისტი ლიკვიდირებულია“
16-01-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განაცხადა, რომ ნაირობიში მებრძოლთა მიერ სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია დასრულებულია და ყველა „ტერორისტი ლიკვიდირებულია“.

 


შეიარაღებულმა მამაკაცებმა კენიის დედაქალაქის ვესტლენდის რაიონში მდებარე სასტუმრო კომპლექსზე თავდასხმა სამშაბათს განახორციელეს და სულ მცირე 14 ადამიანი მოკლეს. სროლისა და აფეთქებების ხმა ოთხშაბათ დილამდე ისმოდა.

 


სომალიში ბაზირებულმა მებრძოლთა ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ის იდგა. უცნობია თუ რამდენი თავმდამსხმელი მოქმედებდა.

 


სატელევიზიო მიმართვისას კენიატამ თქვა, რომ დაღუპულია 14 ადამიანი, მაგრამ სასტუმრო კომპლექსიდან 700-ზე მეტის ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხერხდა.

 


კენიის „წითელი ჯვრის“ ცნობით კი, მოკლულთა რაოდენობა 24-ს შეადგენს.

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოკლულთა შორის ამერიკის მოქალაქეცაა და შიშობენ, რომ ასევე დაღუპულია დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.

 


„ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ უსაფრთხოების ოპერაცია სასტუმრო Dusit-ში დასრულებულია და ყველა ტერორისტი ლიკვიდირებულია. ჩვენ მოვძებნით ყველა იმ პირს, რომელიც ამ საშინელი აქტის დაფინანსებაში, დაგეგმვაში და აღსრულებაში იყო ჩართული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც კანონებით და წესებით იმართება - ქვეყანა, რომელიც მშვიდობიან თანაარსებობას მიჰყვება... მე ასევე უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც ტკივილს აყენებს ჩვენს ბავშვებს“, თქვა კენიის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი