თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი დაამტკიცეს
16-01-2019, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი დაამტკიცეს.

 


სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი იქნა 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და შესყიდვებში შესატანი ცვლილებები. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 11 სოციალურ პროგრამას.

 

 

წინა წელთან შედარებით გაიზარდა რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, კერძოდ: მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 55 000 ათასი ლარით და 2019 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა -215 000 ათასი ლარით; პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება გაიზარდა 9 000 ათასი ლარით და პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი განისაზღვრა 31 000 ლარით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები 25 ლარის ნაცვლად მიიღებენ 35 ლარს.;

 


ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 30 000 ათასი ლარით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 7 000 ათასი ლარით. ასევე გაიზარდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად მცხოვრები უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის, ქირით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი და განისაზღვრა 5500 ლარით.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის საკრებულო ავრცელებს.

 


გარკვეული ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ერთჯერადი თანადაფინანსების პროგრამაშიც და თანადაფინასების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის ასანაზღაურებელი თანხიდან:

 


• 1000 ლარამდე თანხის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 50%,

 

• 1000 ლარიდან 4000 ლარამდე - 500 ლარით,


• 4000 ლარიდან ზემოთ - 1000 ლარის ოდენობით.

 

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს - 230 000 ათას ლარს.

 


მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი - 61 000 (სამოცდაერთიათასი) ლარი. ამ პროგრამით განსაზღვრულ ოჯახებს ფინანსური დახმარება მიეცემათ თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად, შემდეგი ოდენობით:

 

 

• პირველ და მეორე ახალშობილზე 200 (ორასი) ლარი;

 

• მესამე ახალშობილზე 250 (ორასორმოცდააითი) ლარი;

 

• მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ახალშობილზე 300 (სამასი) ლარი;

 

• ტყუპების შეძენის შემთხვევაში 600 (ექვსასი) ლარი;

 


მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს - 70 000 (სამოცდაათი ათას ლარს); უკიდურესად გაჭირვებულ და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა - 20 000 (ოციათასი) ლარი; დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი -45 000 (ორმოცდახუთიათასი) ლარი;

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი- 5000 ათასი ლარი;

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ბოიუჯეტი შეადგენს - 70 000 (სამოცდაათი ათას) ლარს.

 


დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საკრებულოს წევრის, გია ბარათაშვილის კომისიებში გაწევრიანების საკითხსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიულ საჭიროებათა განსაზღვრის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხებს დაუჭირეს მხარი.

 


სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი