გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში - სართიჭალაში (მუღანლო), ახალ სამგორსა და გამარჯვებაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ საკითხები განიხილეს
17-01-2019, 17:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 17 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: სართიჭალაში (მუღანლო), ახალ სამგორსა და გამარჯვებაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

 


ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერის მოადგილე რევაზ ეგაძე, მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.

 

 

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:

 


სოფელი სართიჭალა - საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა.

 


სოფელი მუღანლო - საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.

 


სოფელი ახალი სამგორი - შიდა სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია.

 


სოფელი გამარჯვება - კულტურის სახლის ეზოს შემოღობვა.

 

 

მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტების თანადაფინანსება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება.

 


პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება;

 

 

ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი