ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში საპროექტო წინადადებების შერჩევის კონსულტაცია დაიწყო.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საპროექტო წინადადებების შერჩევის ეგიდით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრაში სოფელ ფოკას 225 ამომრჩეველი მონაწილეობდა. „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ხმების უმრავლესობით სოფ. ფოკის სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად ტუმბოების შეძენისა და გარე განათების მოწყობის საპროექტო წინადადებამ გაიმარჯვა.
დაწვრილებითი ინფორმაცია 2 დღეში დაიდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ninotsminda.ge -ზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.