კობი-გუდაურის ახალი, 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა - მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ „საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა“
19-01-2019, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ყველას გილოცავთ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნას. ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუდაურში, სადაც ახალი, 7.5 კმ-იანი საბაგირო გზა გაიხსნა.

 


„მინდა გულწრფელად მივულოცო ტურისტებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო კობის, გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობას, ვინაიდან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის პოტენციალი, შესაძლებლობები და სასიცოცხლო მნიშვნელობა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ გუდაურის როგორც კურორტის ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე. ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა. ეს მართლაც ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში, სამთო-სათხილამურო კურორტები იყოს საუკეთესო მსოფლიოში. გუდაური ახალ სეზონს შეხვდა ძალიან ბევრი სიახლით, მაგრამ ეს პროექტი მართლაც უნიკალურია“, - განაცხადა ბახტაძემ.

 


მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარება.

 


„თუ ვნახავთ შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტების წარმატებას, სწორედ აღნიშნული სტრატეგიის რეალიზაციის საშუალებით შეძლეს მათ საუკეთესო შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მივუახლოვდებით ჩვენი ევროპელი მეგობრების დონეს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. განსაკუთრებული მადლობა კომპანიას, რომელმაც აღნიშნული პროექტის რეალიზაცია შეძლო. მადლობა კომპანია „პომას“, რომელიც არის წამყვანი ევროპული ბრენდი. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა ინჟინერს თუ ტექნიკოსს, რომლებმაც ასე მოკლე ვადებში ყველაზე რთულ რელიეფში და რთულ კლიმატურ პირობებში შეძლეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია. ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ეს პროექტი ჩვენ დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც გვაქვს ყოველ ზამთარს, როდესაც კობი-გუდაურის საავტომობილო გზა იკეტება. დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს ისარგებლოს აღნიშნული საბაგირო გზით. შესაბამისად, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა სისტემურად გადაწყდება 2023 წელს, როდესაც დავასრულებთ 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევასაც. მე მწამს, რომ საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანა“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი