ტრამპი მთავრობის მუშაობის განსაახლებლად „დათმობაზე“ მიდის და ე.წ. მეოცნებეებს ამერიკაში კიდევ 3 წლით დარჩენას სთავაზობს, მაგრამ მას კვლავ დაჟინებით სურს, ბიუჯეტმა კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდი გამოყოს
20-01-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ახალი გეგმები ჩამოაყალიბა და ცდილობს დაასრულოს მთავრობის ნაწილობრივი დახურვა, რომელიც უკვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით, 4 კვირაზე მეტია რაც გრძელდება და რის გამოც ფედერალური უწყებების 800 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდაა დარჩენილი.

 


მისი ერთ-ერთი „დათმობა“ ეხება ე.წ. მეოცნებეებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკანონოდ იმ დროს შევიდნენ, როცა ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ მას კვლავ სურს ბიუჯეტმა კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს, რასაც „დემოკრატები“, რომელთაც კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა ჰყავთ, გამორჩეულ წინააღმდეგობას უწევენ.

 


რა განაცხადა ტრამპმა მიმართვისას?

 


პრეზიდენტმა თავისი მიმართვა ერისადმი დაიწყო იმით, რომ შეერთებულ შტატებს საამაყო ისტორია აქვს მიგრანტებისადმი გულთბილი მიღების, მაგრამ სისტემა „დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მუშაობს სათანადოდ“. მან თქვა, რომ მისი მიზანია „გაარღვიოს ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობა და წარუდგინოს კონგრესს გზა მომავლისკენ, რომ დასრულდეს მთავრობის დახურვა“.

 


მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თუ რა მიზეზებით სურს კედლის აშენება და ხაზი გაუსვა, რომ კედელი არ წარმოადგენს უწყვეტ სტრუქტურას, არამედ ის არის ფოლადის ბარიერები მაღალ პრიორიტეტულ ადგილებში, მაგრამ მისი მოთხოვნა, რომ კედლის ასაშენებლად 5.7 მილიარდი დოლარი გამოიყოს, უცვლელი რჩება.

 


მიმართვაში ორი ახალი იდეა გაჟღერდა, რაც ეხებოდა „მეოცნებეებს“ და „დროებითი დაცვის სტატუსს“ (TPS).

 


ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 700 000 მეოცნება, რომლებიც ბავშვობაში თავიანთ მშობლებთან ერთად ქვეყანაში უკანონოდ შევიდნენ. „მეოცნებეები“ ამჟამად დაცული არიან დეპორტაციისგან იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც ნებას რთავს მათ იმუშაონ, მაგრამ მოქალაქეობის მიღების უფლება არ გააჩნიათ. ეს ის პროგრამაა, რომლის გაუქმებასაც ტრამპი ცდილობდა. მაგრამ პრეზიდენტმა ახლა თქვა, რომ იგი მომავალი სამი წლით გაუხანგრძლივებდა „მეოცნებეებს“ აღნიშნული სტატუსით სარგებლობას მუშაობის უფლებით.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ იგი სამი წლით გაუხანგრძლივებდა ვიზებს „დროებითი დაცვის სტატუსის“ მქონეთ. „დროებითი დაცვის სტატუსი“ წარმოადგენს პროგრამას, რომელიც უფლებას აძლევს 300 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ომების და უბედურებების გამო გახდნენ იძულებულნი თავიანთი ქვეყნები დაეტოვებინათ, იმის უფლებას, რომ იმუშაონ შეერთებულ შტატებში - სისტემა, რომელსაც ტრამპი ასევე მანამდე აკრიტიკებდა და წინააღმდეგობას უწევდა.

 


ტრამპმა ასევე სხვა წინადადებებიც წამოაყენა, მათ შორის 800 მილიონი აშშ დოლარის დაუყოვნებელი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, ასევე 2 750-ით მეტი სასაზღვრო აგენტის და უსაფრთხოების ოფიცრის და 75-ით მეტი საიმიგრაციო მოსამართლის დამატების თაობაზე.

 


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი წინადადებები „გონივრული და ბევრი დათმობის“ შემცველი იყო, რაც „ნდობისა და კეთილმოსურნეობის აღდგენას“ შეუწყობს ხელს.

 


რა განაცხადეს კონგრესის ლიდერებმა?

 


„დემოკრატებმა“ მანამდე გასცეს პასუხი პრეზიდენტს, ვიდრე მისი სიტყვა გადაიცემოდა. კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დათმობებს „მანამდე უარყოფილი რამდენიმე ინიციატივის კომპილაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ „თითოეული ეს ინიციატივა არის მიუღებელი და საბოლოო ჯამში არ წარმოადგენს ხალხის ცხოვრების აღდგენის ძალისხმევას“.

 


სხვა წამყვანმა „დემოკრატებმა“ ასევე უარყვეს ტრამპის გეგმები და გამოხატეს რა პარტიის პოზიცია, აღნიშნეს, რომ ამ საკითხებზე მანამდე არ წარიმართება მოლაპარაკებები, ვიდრე მთავრობა მუშაობას არ განაახლებს.

 


პრეზიდენტის მიმართვის გავრცელების შემდეგ „დემოკრატმა“ სენატორმა ჩაკ შამერმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ „მეოცნებეთა“ და „დროებითი დაცვის სტატუსის“ ქვეშ მყოფთა მიმართ გაცხადებული გეგმები არა „დათმობის, არამედ უფრო მძევლად აყვანის“ წინადადებას წარმოადგენს.

 


„რესპუბლიკელების“ მხრიდან კი პრეზიდენტის მიმართვას მაკკონელი გამოეხმაურა და მან ტრამპის წინადადებას „მთავრობის მუშაობის გასაახლებლად, საზღვრის უსაფრთხოებისა და ამჟამინდელი საიმიგრაციო საკითხებისადმი ორპარტიული ნაბიჯების გადადგმისკენ მიმართული გაბედული გადაწყვეტილება“ უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი