გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის ახალ პროექტში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო
21-01-2019, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

20 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დიალოგის წარმართვისა და საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) ახალ პროექტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინების მიზნით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

 


განხილვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

 

 

ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დამსწრე საზოგადოებას დოკუმენტში ასახული ძირითადი მექანიზმები გააცნეს.

 


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი, თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

 


შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 


აღსანიშნავია, რომ ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიმუშავებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი