წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ დირექტორთან სამომავლო გეგმები განიხილა
21-01-2019, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრას ბიზნეს სექტორისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


„ჩემთვის როგორც მუნიციპალიტეტის მერისთვის წყალტუბოში ფეხბურთის განვითარება, წარმატებული გუნდისა და ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის თემა პრიორიტეტულია. უკვე დასრულდა ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. მოეწყო ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ვიპ და პრეს ლოჟები, სარბენი ბილიკები, მოწესრიგდა სადრენაჟო სისტემა. ამ მიმართულებით, მუშაობას ვაგრძელებთ და გპირდებით, რომ წყალტუბოში სულ მალე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების ჩატარება. ბუნებრივია, მნიშნელოვანია საფეხბურთო კლუბის „სამგურალის“ გაძლიერებისა და მხარდაჭერისა საკითხი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ“, აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.

 


საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ სამომავლო გეგმებზე, ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენების, მე-2 ლიგაში დაბრუნების მიზანსა და კლუბის ფინანსური მხარდაჭერის თემებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ.

 


„საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებს სტანდარტებს, ამჟამად მიმდინარეობს კლუბის განახლების პროცესი, კლუბს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი- გამოცდილი ფეხბურთელი მიხეილ მახვილაძე, რომელმაც სპორტული კარიერა სწორედ წყალტუბოს სამგურალიდან დაიწყო, წლების განმავლობაში იგი იყო ქუთაისის ,,ტორპედოს'' კაპიტანი, საქართველოს სხვადასხვა წამყვანი საფეხბურთო გუნდების კაპიტანი, არის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გუნდმა დამსახურებულად გადაინაცვლოს მე-2 ლიგაში“, აცხადებს კლუბის დირექტორი ზაზა სოფრომაზე.

 


საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“ 1945 წელს დაარსდა. კლუბი 1990 წელს ჩაება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და 2004 წლამდე იყო მონაწილე. გუნდის საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატზე. „სამგურალი“ ერთხელ გახდა ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი და ქუთაისის ტორპედოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

 


უკანასკნელი წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „სამგურალს“ ფინანსურად ეხმარებოდა კომპანია „კრისტალბეთი“. ამ ეტაპზე კლუბის მხარდაჭერის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი