საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობა იწყება - ასევე, კაპიტალურად შეკეთდება 31 სკოლა
21-01-2019, 18:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.

 


ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.

 


ღია კარის დღეს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

 


„დღეს გვქონდა უკვე ტრადიციად ქცეული შეხვედრა სამშენებლო სექტორთან, ღია კარის დღე, სადაც სამშენებლო კომპანიებს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომლის ტენდერების გამოცხადებასაც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც განათლების სფეროში ამ წლიდან გვაქვს განსახორციელებელი. წელს განათლების სფეროს ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა გაორმაგდა. განათლების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის საფუძველზე უშუალოდ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოსგან ექნებათ დამატებითი დაფინანსება იმისთვის, რომ მათ განახორციელონ სკოლების მცირე სარემონტო სამუშაოები. ჯამში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უფრო მაღალ სტანდარტებს სკოლებში და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის კომფორტულ გარემოში წარმართვას“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 


მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

 


გარდა 27 სკოლისა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს ბანკის (CEB) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) დაფინანსებით 31 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია, მათ შორისაა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

 


როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები შესწავლილია მთელ საქართველოში, მათი რეაბილიტაცია იგეგმება მაღალმთიან რეგიონებშიც.

 


„განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევარჩიეთ ის რეგიონები, სადაც საჭიროა ახალი სკოლების მშენებლობა, ან მათი კაპიტალური შეკეთება. სამწუხაროდ, რამდენიმე სოფლიდან ბავშვებს უწევთ ერთ სკოლაში სიარული, ვცდილობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული დაფარვა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, რადგან ყველა რეგიონს სჭირდება სკოლა. მაღალმთიანი რეგიონებიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია, სკოლების რეაბილიტაციაც და ახალი სკოლების მშენებლობაც ყველა რეგიონს შეეხება“, აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 


ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი