„165 წლის თურქი“ დარეგისტრირდა არჩევნებზე ხმის მისაცემად - აიზე ეკიჩი 1854 წელს, ოტომანთა იმპერიის დროს დაიბადა
22-01-2019, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური პარტიები თურქეთში აღშფოთებას გამოხატავენ მას შემდეგ, რაც საარჩევნო სიებში საეჭვო ამომრჩევლები გამოჩნდნენ. სიებში ყველაზე უცნაურთაგან არიან 100 წელს გადაცილებული პირველად ხმის მიმცემნი, ერთ-ერთის ასაკი კი 165 წელია, იტყობინება BBC.

 


ოპოზოციურმა პარტიებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ 1 000-ზე მეტი ამომრჩეველი აღმოაჩინეს, რომლებიც ერთ ბინაში არიან დარეგისტრირებული.

 


თურქეთში ადგილობრივი არჩევნები მარტში ტარდება და შესაძლოა ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის“ ბოლო წლების ყველაზე მკაცრი გამოწვევა აღმოჩნდეს.

 


ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთი ეკონომიკური სტაგნაციის წინაშე დგას და მისი ეროვნული ვალუტა გაცილებით არის გაუფასურებული, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, გამოითქმის ვარაუდები, რომ ერდოღანის დომინანტმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაშიც წააგოს.

 


ოპოზიციური პარტები ახლა ამბობენ, რომ ამომრჩეველთა სიის მანიპულირებას აქვს ადგილი.

 

 

„რესპუბლიკური სახალხო პარტია“ და „ხალხის დემოკრატიული პარტია“ ამტკიცებენ, რომ უჩვეულო ამომრჩეველთა სიები, რომელიც მათ აღმოაჩინეს, უმეტესად იმ რაიონებშია, სადაც „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წინა არჩევნებზე მცირე რაოდენობით წააგო.

 


„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ განცხადებით, 6 000-ზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება და მათგან ბევრი თითქოს უფრო ასაკოვანია, ვიდრე დოკუმენტის მიხედვით თურქეთის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამჟამად 116 წლისაა.

 


ერთ-ერთი ასეთია 165 წლის აიზე ეკიჩი, რომელიც თითქოს 1854 წელს, ოტომანთა იმპერიის დროს დაიბადა და ამ წელს ხმის მისაცემად პირველად დარეგისტრირდა, აცხადებს „რესპუბლიკური სახალხო პარტია“. სხვა ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ ზულფუთია ცნობილი, ვითომ 149 წლისაა. ასევე, კიდევ ერთი ამომრჩეველი, აიზე, ამბობენ, რომ 148 წლისაა.

 


ოპოზიციური პარტიების თქმით, ასევე უმრავი საეჭვო მაგალითია იმისა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ერთ მისამართზეა დარეგისტრირებული. მაგალითად, ერთ ბინაში 1 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ამასთან, არიან ისეთებიც, რომლებიც ცარიელ, ან კარკასულ მდგომარეობაში არსებულ შენობებში, ან კიდევ ოთხსართულიანი სახლის მე-5 სართულზე არიან დარეგისტრირებულნი, რისი შემთხვევაც მაგალითად, სტამბულში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ რაიონში ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 95%-ით გაიზარდა.

 


ოპოზიციურმა პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართეს და სთხოვეს გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი