აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრკანიანმა ამერიკელებმა უნდა აღიარონ ფაქტი, რომ სისტემური რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს
22-01-2019, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრკანიანმა ამერიკელებმა უნდა აღიარონ ფაქტი, რომ სისტემური რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს და ის უნდა აღმოიფხვრას.

 


„მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს აღმოსაფხვრელი, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად სისტემური რასიზმი, რისი თვით არსებობის აღიარებაც კი არ გვინდა თეთრკანიანთა უმეტესობას. ჩვენ გააზრებულადაც კი არ ვაღიარებთ მას. მაგრამ ის ჩვენი სისტემის ყველა ასპექტში ბუდობს“, განაცხადა ბაიდენმა და განაგრძო:

 


„რადგანაც, როცა თქვენი სკოლები არის საბსტანდარტული; როცა თქვენი სახლების ფასი დაცემულია; როცა თქვენი ავტომანქანის დაზღვევა უფრო მეტი ღირს, ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე; როცა შავკანიანი ამერიკელების სიღარიბის დონე ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრკანიანების... ეს უკვე რაღაც ისეთია, რაშიც უნდა გამოვტყდეთ. არა თქვენ - ჩვენ - თეთრკანიანი ამერიკელები უნდა გამოვტყდეთ, რომ სისტემური რასიზმი ჯერ კიდევ არსებობს და ის ბევრი ჩვენგანისთვის შეუმჩნეველია“.

 


ABC-ის ახალი ამბების ცნობით, ბაიდენმა ამავე დროს გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ადგილი აქვს პოზიტიურ ცვლილებებსაც და გაიხსენა 10 წლის წინანდელი საპრეზიდენტო ინაუგურაცია, როცა ბარაქ ობამა ქვეყნის ისტორიაში პირველი აფრო-ამერკელი პრეზიდენტი გახდა.

 


„აქ ვიდექი და ველოდებოდი შავ კაცს, რომელიც 28 მილის მოშორებით მდებარე ფილადელფიიდან მოდიოდა რომ ავეყვანე მე, რომ ფიცი დაგვედო - მას, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მე, როგორც ვიცე-პრეზიდენტს. არ მითხრათ, არ მითხრათ, რომ რაღაცების შეცვლა არ შეიძლება“, განაცხადა ბაიდენმა, მისდამი კეთილგანწყობილი შეძახილების ფონზე.

 


შეერთებული შტატების მედიაში ინტენსიური სპეკულაციები გამოითქმის ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, მაგრამ მას აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სხვა შესაძლო კანდიდატმა, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა ვაშინგტონში გამართულ ამავე ღონისძიებაზე თქვა:

 


„რასაც არ უნდა გვიქადიდეს მომავალი წელი მე და ჯოს, მე ვიცი, რომ ჩვენ თვალი გვეჭირება რეალურ პრიზზე, და ეს არის „დემოკრატის“ არჩევა თეთრ სახლში 2020 წელს და ჩვენი ქვეყნის სწორ კალაპოტში დაბრუნება. მე ჯერჯერობით არ მქონდა შანსი ხანგრძლივად მესაუბრა ვიცე-პრეზიდენტთან დღეს, მაგრამ ნამდვილად მსურს მისგან იმის გაგება, თუ როგორია ვაშინგტონ დი-სი-ში ცხოვრება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი