გია კორკოტაშვილი: „ე.ი. კორკოტამ და მერაბ შათირიშვილმა ვინმე გაგიკისგან მოითხოვეს ფულის აღება, არა?“
17-07-2015, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისიის“ დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის მიერ Tvfree-სთვის ექსკლუზიურად გაჟღერებულ იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც კორკოტაშვილმა და მოძრაობა „ახალი რეალობისთვის თავმჯდომარემ, მერაბ შათირიშვილმა კარსლიანს 50 000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს.


Tvfree -სთან ინტერვიუში გია კორკოტაშვილი ხუმრობანარევი ტონით ამბობს - „ე.ი. კორკოტამ და მერაბ შათირიშვილმა ვინმე გაგიკისგან მოითხოვეს ფულის აღება, არა?“ და ასევე ხუმრობით განაგრძობს თემაზე საუბარს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მისთვის ხუთი ლარის მოპარვის ბრალდებას იხსენებს.


„ზუსტად, ახლაც შეიძლება იგივე ხდებოდეს. ინფლაცია განიცადა ლარმა და ახლა თურმე ხუთი ლარის მაგივრად 50 000 დოლარი მოვითხოვე“ - აცხადებს გია კორკოტაშვილი, თუმცა მისი თქმით, ნინოწმინდის გამგებელთან ხუმრობის ენაზე საუბარს არ აპირებს და სამართლებრივი გზით შეეცდება თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.


გთავაზობთ ბატონ გია კორკოტაშვილთან ინტერვიუს.


-    ბატონო გია, ჩვენთან ინტერვიუში ნინოწმინდის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა განაცხადა, რომ თქვენ და მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ თავჯდომარემ მერაბ შათირიშვილმა მას შეუთვალეთ რომ თქვენი გაჩუმების სანაცვლოდ 50 000 დოლარი გადაეხადა. რა კომენტარს გააკეთებდით ამ თემაზე?



-    საერთოდ ბატონი გაგიკი ვინ არის არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამ ადამიანს თუ სურვილი აქვს საქართველოს აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს, მე მას მივესალმები.


ჩვენი ჯგუფი, მერაბ შათირიშვილი და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, ვინც ერთნაირად ვფიქრობთ აღმშენებლობაზე, ჩასული იყო ნინოწმინდაში, ჩასული იყო ჩვეულებრივი მისიით, რომ ჩვენ ვარსებობთ, „ქართული მისია“ და მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“,  რამდენიმე კიდევ ისეთი სეგმენტი, რომელსაც ერთად გაერთიანება გვინდა, ვარსებობთ და იქ საზოგადოებამ მიმართა ჩვენგან ჩასულ წარმომადგენლებს გულისტკივილით.  იცით რა არის? მოკლედ მე მინდა რომ ერთი რამე დაფიქსირდეს თქვენს სააგენტოში, რომ მე, გია კორკოტაშვილი ვამბობ ერთ რაღაცას, სადღაც უნდა დამთავრდეს ალბათ ყველაფერი, რასაც ჰქვია ასე ტალახის შესხმა, იმიტომ რომ დღევანდელ საზოგადოებაში, რომელიღაც ბინძურ ტვინში თუ ბინძური აზრი დაიბადა, ის არ უნდა იყოს დამთხვრელი ადამიანებისთვის. მე არ ვამბობ კონკრეტულად ამ თემაზე. ამ თემასთან დაკავშირებით მე ჩემი სამართლებრივი კონსულტაცია უკვე გავიარე ადვოკატებთან და ჩემს თანამოაზრეებთან და სამართლებრივად ვეცდები ყველანაირად, რომ დავამტკიცო, რომ მე ვარ მართალი, რადგან ეს ადამიანი ბინძურად ბრალს მდებს და ეს ასე, შემთხვევით არ ხდება. შეიძლება ამის უკან სხვა რაღაცები დგას. რას ვგულისხმობ?  მე გამახსენდა ჩვენი წინააღმდეგობა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როცა მე ხუთი ლარის მოპარვას მაბრალებდნენ და ზუსტად ახლა შეიძლება იგივე ხდებოდეს. ინფლაცია განიცადა ლარმა და ახლა თურმე ხუთი ლარის მაგივრად 50 000 დოლარი მოვითხოვე. ეს ასე არ მინდა რომ დავტოვო. ერთი რამეა, კაცმა სიმართლით უნდა იარო.


თუ ეს ადამიანი, ბატონი გაგიკი, ასე რუდუნებით აშენებს საქართველოს, ემსახურება იმ საქმეს, რომელსაც საქართველოს მშენებლობა ჰქვია, მაშინ რას ვერჩი? მაგრამ მე როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები ბატონი გაგიკი მონაწილეობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“  ერთადაც საქართველოს აღმშენებლობაში, რის გამოც რაღაცებში ოდნავ შეიძლება ჩემებურად ეჭვი შემეპაროს, რისი უფლებაც მაქვს. მე მას არაფერს არ ვაბრალებ, მე მას ფაქტებით ველაპარაკები და მას სამართლებრივი კუთხით დაველაპარაკები. მეტი, მე საჭორაოდ არ მცალია. მაგარი ამბავია, ე.ი. კორკოტამ და მერაბ შათირიშვილმა ვინმე გაგიკისგან მოითხოვეს ფულის აღება, არა? (იცინის).


აზრადაც არ დამბადებია ფულის აღება,  შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა ჩაიხედოს ჩემს ცხოვრებაში, რა და როგორ არის. ეს იმიტომ არა, რომ ვინმესთან თავს ვიმართლებ. მე მაქვს ჩემი ცხოვრების წესი, ღრმა პატივისცემით ყველა ადამიანისადმი.  ერთ-ერთმა გამოცემამაც („ალიამ“)  გადმოიტანა სიტყვასიტყვით თქვენი ინფორმაცია და გაგიკ კარსლიანთან ერთად ნინოწმინდის მაჟორიტარი ენზელ მკოიანიც მოიხსენია.



მე მინდა ერთ რამესაც გავუსვა ხაზი, კერძოდ იმას, რომ არის რეგიონები, სადაც ძალიან სათუთად უნდა მოვიქცეთ. მე გავიზარდე თბილისში, ისეთ უბანში, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ სომხები, ქურთები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და ამ ყველაფერს ძალიან სათუთად ვეკიდები, მაგრამ ბინძური კაცი ქართველიც ბინძურია ჩემთვის და ნებისმიერი სხვა ეროვნებისაც. არავის არაფერს არ ვაბრალებ, დანარჩენი არის ჩემი სამართლებრივი გზა, რასაც მივხედავ.



-    ანუ კონკრეტულად ბრალდებებს არ უყენებთ ნინოწმინდის გამგებელს?



-     ბრალდების წაყენება ჭორაობის დონეზე საუბარს ჰგავს და ბატონ გამგებელს გაგიკს, ალბათ ან პროკურატურის ან სამოქალაქო სამართლის კუთხით, როგორც საჭიროდ ჩავთვლი, ამ ტკივილისთვის, რომ მაგას უნდა თქვას, რომ გია კორკოტაშვილი და მერაბ შათირიშვილი 50 000 იღებდა, ამ ტკივილისთვის, რაც მაგან მე მომაყენა, სათანადო ტკივილს, ოღონდ სამართლებრივად, მივაყენებ მე მას.



-    ასევე იყო ნათქვამი რომ თქვენ შავი პიარისთვის ეგრეთწოდებული 300 ლარიანი“ ხალხი გყავთ იქ გაგზავნილი და უკეთებთ მას შავ პიარს.  და ამაზე რას გვეტყვით?



-    იცით რა? ძალიან გენიალური რამეა ნათქვამი, რომ  „ ენას ძვალი არა აქვსო“. გაგიკი და გაგიკისნაირი ბიჭები რომ მოგვცხებენ ტალახს, მე არა ვარ მაგის დონის, რომ მაგას ავყვე. ზუსტად იგივეს მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ მაგ პიარს მიგორებდა „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები იყო მაგათი და ვერაფერი ვერ გააწყვეს ჩემს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მართალი ვიყავი და ამ არსებას, შემიძლია ასე დავარქვა, არ ვიცნობ და ეს არსება ჩემზე წერს, რომ 50 000 დოლარის „ახევა" უნდოდაო. არ ვიცი, ეგეთი აზრი რა ტვინში დაიბადა.  მანდ შეიძლება სხვა რამე დევს და იმედი მაქვს რომ დღევანდელი ხელისუფლება, უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ჯერ როგორი რამეა, ასეთი ფაქტი რომ დააფიქსირა ადამიანმა, თითქოს 50 000 დოლარის გამოძალვა გვინდოდა. მაგას მასმედიის წარმომადგენლებისთვის კი არა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიემართა. ისეთი ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, რომ მე დავუფიქსირებ, რა, როგორ და რანაირად. მეტი არაფერი, მე არც არავის ვემუქრები. შეიძლება ბატონი გაგიკი ჩემზე მეტი სიყვარულით არის გაჟღენთილი საქართველოსადმი რომ მე ვერ ვგრძნობ და მე ვიცი ფაქტები რაც მოხდა და ფაქტებით ვილაპარაკებ პროკურატურაშიც და სადაც საჭიროა. არ არის ახლა ჭორაობის დრო. ჩვენ გვაქვს ქვეყანა ასაშენებელი.



-    განაგრძობს თუ არა ქართული მისია რეგიონებში ჩასვლას და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას?


-    აუცილებლად. ჩვენ კი არ შევისწავლით, არამედ ჩვენი საქმიანობა, მინდა რომ ხაზი გაუსვათ, რა არის იცით?  მაგალითისთვის გეტყვით - ჩვენ ჩასულები ვართ წეროვანში, სასაზღვრო ზოლში, რამდენიმე რეგიონში და ჩვენს მეგობრებთან ერთად, არასამთავრობოებთან ერთად ვაკეთებთ რას? ჩაგვაქვს ხან მედიკამენტები, რაშიც ძალიან გვეხმარება „ავერსი“, ბევრი სხვა კომპანია, ასევე ჩაგვყავს ექიმები. ამ ჩასვლის დროს მიდის საუბარი, ისინი თავისას გვეუბნებიან, ჩვენ ჩენსას. წეროვანში გავაკეთეთ ბევრი რამე, მცხეთის მუნიციპალიტეტის და გამგეობის დახმარებით. ძალიან ბევრი ადგილებია, სადაც ჩვენ ჩავდივართ და ჰუმანიტარულ საქმეს ვახორციელებთ. ერთ-ერთი ჩასვლა იყო ნინოწმინდაში და იქ გვითხრეს, შეგვჭამესო. ჩვენც გამოვიკითხეთ, რა ფაქტები არსებობდა და გამოვამზეურეთ ის. ვითომ პრევენცია გააკეთა ბატონმა გაგიკმა?



არ ვიცი იმდენად უნიჭო ნათქვამია, რაზე უნდა გავჩუმებულიყავი, რომ გზა არ დაეგოთ ნინოწმინდაში? ნინოწმინდაში არ ვიცნობ მე იმდენ ადამიანს რომ ვიღაცაზე ვთხოვო, ის იქ დანიშნე და ასე შემდეგ. აბსურდში ვართ. ამიტომ არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. აქ მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება, მე შეურაცხყოფილი ვარ და ამ შეურაცხყოფას კანონიერად მივხედავ.



-    რომელ რეგიონებში აპირებთ ამჯერად ჩასვლას და გაქვთ თუ არა რამე კონკრეტული მამხილებელი  ფაქტები სხვა გამგებლების ან გუბერნატორების საქმიანობასთან დაკავშირებით?

-    როგორ არა, „ ქართული მისია“  ყველგან დადის. რეგიონალურ ორგანიზაციებს ვაფუძნებთ. შეიძლება ბევრს არ უხარია, პირველ რიგში კი მათ, ვინც ვირთხულად ცხოვრობენ „ოცნებაში“, ძალიან გთხოვთ ეს ჩაწეროთ, ისინი ვინც ვირთხულად ცხოვრობს „ოცნებაში“ და არ არის იმ სახელით და გვარით, რითიც მოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რითიც ირაკლი არის ღარიბაშვილი და ის გუნდი, მართალი ადამიანების გუნდი, ვისაც მომავალი უნდა რომ ააშენოს და სახელს უტეხავენ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით იმ ადამიანების გვერდით დავდგეთ, რასაც ქართული მოსახლეობა ჰქვია, ამაში საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ. ეს არის მთელი ჩვენი დანიშნულება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მედიატორი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის.


 
-    ეს გასაგებია გვერდით დგომა და დახმარება, მაგრამ მე მაინტერესებს რამე მამხილებელი ფაქტები თუ გაქვთ რომელიმე გუბერნატორის ან გამგებლის მიმართ?



-    არა, ეგრე არა. ჩვენ თუ ვინმე გვიხმობს და დაგვიძახებს, მივდივართ. პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა უნდა დავიმსახუროთ. ნინოწმინდაში მაგიტომ ატყდა ამხელა ამბავი, რომ ადამიანებმა ნდობა გამოგვიცხადეს.



-    რომელ პოლიტიკურ ძალებთან აპირებთ თანამშრომლობას და საპარლამენტო არჩევნებში რომელ კოალიციაში შეიძლება ვიხილოთ „ქართული მისია“ და გია კორკოტაშვილი, ხომ არ იქნებით „ქართულ ოცნების“ კოალიციის შემადგენლობაში?

-    ჩვენ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვართ, ვაერთიანებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ ამ ქალაქშიც და იმ ქალაქებშიც, სადაც ჩვენ ჩავდივართ. პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩვენ გარდავიქმნებით მაშინ, თუ თვითონ საზოგადოების მოთხოვნა იქნება.  მზად ვართ შევასრულოთ საზოგადოების დაკვეთა. თუ ჩვენ ამ მისიას ვერ შევასრულებთ, მაშინ არცერთ შემთხვევაში არ გარდავიქმნებით პოლიტიკურ პარტიად.


ნათია მელქაძე


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი