ვანის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს
23-01-2019, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხშბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა.

 


თათბირს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი მიხეილ სვანაძე დაესწრნენ.

 


შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს, კერძოდ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების თაობაზე.

 


C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგისა და წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

 


დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს c ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის ინტეგრირებულ სკრინინგის პროექტს, რომლის მიზანია აღნიშნული ინფექციების დროული გამოვლენის შესაძლებლობების განვითარება პირველადი ჯანდაცვის რგოლში და ამ მიზნით ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო /კერძო პარტნიორების მობილიზება და ამ დაავადებათა მართვის ხელშეწყობა.

 


პროგრამის მოსარგებლეები არიან 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები, პროგრამას განახორციელებს ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი და გამოკვლევები მოსახლეობისთვის იქნება უფასო.

 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით ,ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება არაგეგმიური იმუნოპროფილაქტიკა წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით ვაქცინაცია, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით, 1-წლიდან 19 წლამდე არასრულად აცრილი და ან აუცრელი პირების წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით ვაქცინაცია, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით.

 


19 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად.

 


მერის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ ორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად ან ორგანიზებული ამცრელი ბრიგადების მეშვეობით აღნიშნული პირების წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია.

 


მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ სოციალურ პროგრამებშიც და მას ორი ახალი პროგრამა დაემატა: „ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა“ და „უსახლკაროთა დახმარების პროგრამა.“

 


აქვე გთავაზობთ ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული სოციალური პროგრამების სრულ ჩამონათვალს:

 


1. მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.

 


2. სარიტუალო დახმარების პროგრამა.

 


3. ახალშობისთა ოჯახების დახმარების პროგრამა.

 


4. სტიქიით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა.

 


5. სამედიცინო დახმარების პროგრამა

 


6. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულთა დახმარების პროგრამა

 

 

7. საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებისა და საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, სოციალურად დაუცველ ვეტერანთა დახმარების პროგრამა.

 


8. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამა.

 


9. დღეგრძელთა (100 წლის და მეტის) დახმარების პროგრამა.

 


10. მეორე მსოფლიო ომის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებისა და 9 აპრილს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა.

 


11. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა.

 


12. მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარების პროგრამა.

 


13. სტუდენტთა დახმარების პროგრამა.

 


14. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამა.

 


15. ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პროგრამა.

 


16. უსახლკაროთა დახმარების პროგრამა.

 


ინფორმაიცას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი