ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს
24-01-2019, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

24 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილე მერაბ ორდინიძე და მერიის სამსახურის წარმომადგენლები.

 


მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები „ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ".

 


ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში საჭიროა მოხდეს ცვლილება. კერძოდ, გაიზარდოს გადასახდელების გეგმა ონის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 2019 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთით 1721311 ლარით და გაიწეროს შემდეგ ხარჯებში:

 


1) ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულებებიდან ნარჩენი თანხა სულ 1258804,10 ლარი დაიგეგმოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და აღებული ვალდებულებებით განსაზღვრულ სამუშაოების დასაფინანსებლად:

 


ა) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N1251 01.07.2016 წელი ქ.ონში აღმაშენებლის ქუჩა N52-ში არსებული შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 18818,91 ლარი.

 


ბ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N175 04.02.2016 წელი ქ.ონში შიდა ქუჩებისა და ზუდალი შქმერის, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 23928,96 ლარი.

 


გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N480 14.03.2017 წელი ზუდალი - შქმერის გზის ასფალტირების სამუშაოზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 7389,47 ლარი, ქ.ონში სპორტული კომპლექსის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოზე 12275,69 ლარი, სოფელ უწერაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის 26719,40 ლარი, სოფ. ღარში კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოზე 1962,64 ლარი.

 


დ) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N693 06.04.2017 წელი სოფ. ღებში მდ. რიონის კალაპოტის წმენდისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოზე 20169 ლარი.

 


ე) დაიგეგმოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N1213 15.06.2017 წელი სოფ.ლაგვანთაში ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 2007,58 ლარი, სოფ. ნაკიეთში მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, სოფ. შარდომეთში მარცხენა სანაპიროზე, სოფ.უწერაში მინერალურ წყალ ნაპერწკალასთან გაბიონის მოწყობის სამუშაოებზე 4755,29 ლარი და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებიდან გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე 3683 ლარი.

 


ვ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N1401 06.07.2017 წელი შარდომეთის მისასვლელი გზის მეწყერისაგან დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 5089 ლარი;

 


ზ) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N955 03.05.2018 წელი სოფელ უწერაში მინერალური წყალის „ნაპერწკალა“-ს და ჭალაში მინერალური წყალის „ჭალის წყალი“-ს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 87747,03 ლარი და სოფელ ირში მდინარე ჯეჯორაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოზე 198882 ლარი;

 


თ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის განკარგულება N405 15.02.2018 წელი ბარი-მრავალძლის მისასვლელი გზის მოწყობა 285538,06 ლარი, სოფელ ფარახეთში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 168319 ლარი, სოფელ ბარი-მრავალძლის შიდა გზების ასფალტის საფარის მოწყობა (III ეტაპი) 264911,70 ლარი, სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირების სამუშაოზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 16314,73 ლარი და სოფ. შარდომეთში მდ.რიონზე კალაპოტის წმენდისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საგარანტიო თანხა 4547,64 ლარი.

 


ი) საქართველოს მთავრობის განკარგულება N1450 27.07.2018 წელი სოფ. სევაში ნადირაშვილების უბანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20745 ლარი და სოფელ ღუნდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 5000 ლარი.

 


კ) საქართველოს მთავრობის განკარგულება N2531 28.12.2018 წელი ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარებისათვის 80000 ლარი.

 

 

 


2) მიზნობრივი ტრანსფერიდან დელიგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ნარჩენი თანხით 11416 ლარით გაიზარდოს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება.

 


3) 2019 წლის 1 იანვრისათვის არსებული საკუთარი ადგილობრივი ნაშთი 451091 ლარი და შემცირდეს სოფლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 39000 ლარით და დაგეგმილი იქნას სულ შემდეგი სამუშაოების დასაფინანსებლად 490091 ლარი:

 


ა) შესრულებული სამუშაოებიდან სახელშეკრულებო პირობებით საგარანტიო თანხა ქ.ონში ქუჩებისა, ზუდალი-შქმერის და ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოზე 15006.66 ლარი; შარდომეთის მისასვლელი გზის მეწყერისაგან დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის 267,87 ლარი; სოფ. ზუდალი-შქმერის გზის ასფალტირების სამუშაოზე 373,86 ლარი; სოფ. ღარის შიდა გზების ასფალტირების სამუშაოზე 858,68 ლარი; სოფ. ჯინჭვისში, გომში და გლოლაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოზე 726,53 ლარი; სოფ. წოლაში გზაზე კედლის ბეტონის მოწყობა და შიდა მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 419,25 ლარი; სოფ. შარდომეთში მდ.რიონზე კალაპოტის წმენდისა და ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოსი 239,33 ლარი; ქ.ონში აღმაშენებლის ქუჩა N52-ში არსებული შენობის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო სამუშაოზე 990,46 ლარი; ქ.ონში გ.ჯაფარიძის სახელობის ბულვარის შემოღობვის შეკეთების, საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის რეაბილიტაცია და დემეტრე მეორის მოედანზე სკვერის შემოღობვის სამუშაოებზე 223,67 ლარი; სოფ. სორგითში წყაროს კეთილმოწყობის სამუშაოები 373,40 ლარი; სოფ. ხიდეშლებში „თანდილას წყალალზე“ სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 228,14 ლარი; სოფ. ღებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 331,68 ლარი; სოფ. ჭიორაში, ჯინჭვისში, ქვედსა და ქვედრულაზე გარე განათების მოწყობის სამუშაოებზე 636,96 ლარი; გარე განათებისათვის შეძენილი ლამპიონების მონტაჟი 90,7 ლარი; სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 985,02 ლარი და საკრებულოს შენობის გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაო 92,77 ლარი.

 


ბ) 2019 წელს აღებული ვალდებულებების შესაბამისად დაგეგმილი იქნას ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების წილობრივ სამუშაოზე 25332,62 ლარი; სოფ. ფარახეთში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის წილობრივ დაფინანსებაზე 8858,86 ლარი; სოფ. ირში მდინარე ჯეჯორაზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის წილობრივი დაფინანსება 10468 ლარი; ქ. ონში სპორტული კომპლექსის შენობის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის სამუშაოები 1139,99 ლარი; საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება-2018-2019 წლების განმავლობაში 12622,50 ლარი; საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება 2018-2019 წლების განმავლობაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა 11210 ლარი; სოფელ უწერაში მინერალური წყალის „ნაპერწკალა“-ს და ჭალაში მინერალური წყალის „ჭალის წყალი“-ს კეთილმოწყობის სამუშაოებზე წილობრივი დაფინანსება 4618,28 ლარი; გამგეობის ძველი შენობის დემონტაჟის პროექტისათვის და დემონტაჟის შედეგად მისაღები მეორადი მასალების შეფასებისათვის 9889 ლარი; საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვა 26125,71 ლარი; ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ინსტალაცია და მონტაჟისათვის 133 ლარი და მერიის ავტომანქანების სარემონტო თანხა 969 ლარი.

 


გ) გაიზარდოს: - ონის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის ანაზღაურების ფონდი 41708 ლარით;

 


- ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი დებუტატების ხარჯის ასანაზღაურებლად 16500 ლარით;

 


- ადგილობრივი გზების მოვლა შენახვა 20000 ლარით;

 


- ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის დაფინანსება გაიზარდოს 20000 ლარით;

 


- ქ.ონში გვანცა დედოფლის აღმართზე ყოფილი ბავშვთა თავშესაფრის შენობის ტერიტორიის წმენდის სამუშაოსათვის 3826 ლარი;

 


- სოფ. ქვედში სკოლის ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდითი სამუშაოები 4000 ლარი;

 


- ქ.ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერში მდებარე ჭიდაობის დარბაზის დემონტაჟისათვის 25330 ლარი;

 


- კატასტროფების რისკის შემცირების საქმიანობისათვის (წითელი ჯვარი) 10000 ლარი;

 


- წიგნი კატალოგი „ფაქტები საქართველოს რეგიონები 2018“-ის შესაძენად 1000 ლარი;

 


- გაზეთი თვითმართველობის მაცნეს დასაფინანსებლად 500 ლარი;

 


- ინტერნეტკავშირის მოწესრიგების, ქსელის ინფრასტრუქტურის გაიმჯობესების მიზნით 4000 ლარი (2000 ლარი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯი და 2000 ლარი ონის მუნიციპალიტეტის მერიის);

 


- დაემატოს სოფ. გლოლის წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოს 15000 ლარი;

 


- სოფ. სორში ბერიშვილების უბანში გადასასვლელის მოწყობის სამუშაოსათვის 2199 ლარი;

 


- გაიზარდოს აბონენტთა აყვანის (ახალი ობიექტების) თანხა 10000 ლარით;

 


- სოფ. პატარა ღებში სპორტული მოედნის მოწყობისათვის (თანამონაწილეობა) განისაზღვროს 25000 ლარი;

 


- სოფ. ქვედში, კომანდელში, სევაში, ახალ ჩორდში, ნაკიეთში, ონჭევში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის 35300 ლარი;

 


- სოფელ შეუბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოსათვის 15000 ლარი;
- ქ.ონში საბავშო ბაღში და სამუსიკო სკოლაში დაზიანებული გარე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 6000 ლარი;

 


- მუნიციპალიტეტის მერიისათვის ფოტო აპარატის შესაძენად 5500 ლარი;

 


- ქ.ონის მერიის შენობაზე სათვალთვალო კამერების მოწყობის სამუშაოები 2403 ლარი;

 


- ონის მუნიციპალიტეტში სპეციალური საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნების მოწყობა 4001 ლარი;

 


-სოფ. ბარში ჩალაძეების უბანში დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია 8613 ლარი;

 


- ქ.ონში ზ.ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია 10000 ლარი;

 


- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად წილობრივი დაფინანსებისათვის 10000 ლარი;

 


- სოფლებისათვის წყლის სისტემის მილებისა და გადამყვანების შესაძენად 5000 ლარი და

 


- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით თანადაფინანსებისათვის განისაზღვროს 56000 ლარი.

 


შემცირდეს 1100 ლარით ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების მომსახურება და დაიგეგმოს შეკვეთით ნაბეჭდი მასალების მომზადებისათვის.

 


შემცირდეს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის დაფინანსება 46900 ლარით და სრულად დაგეგმილი იქნეს ქალქის კეთილმოწყობის სამუშაოებზე.

 


ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი