წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
25-01-2019, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

 


ამჯერად პროექტების შერჩევის პროცესი სოფლებში - უკანეთში, მაღლაკში, ნოღაში, სორმონში, ჭოლევში, ნამოხვანში, ჟონეთსა და ჯიმასტაროში გაიმართა.

 


„ხალხი ერთვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივები თავად ირჩევენ რომელი პროექტის განხორციელებაა ამ ეტაზე პრიორიტეტული. ბევრი კარგი საქმე გაკეთდება, რაც სასიკეთოდ აისახება სოფლის განვითარებაზე“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ უკანეთის მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვის, ნოღისა და სორმონის მცხოვრებლებმა მზა ბეტონის შეძენის, ჭოლევის ამომრჩეველმა გარე განათების მოწყობის გადაწყვეტილებები მიიღეს. საბავშვო ბაღის გაზიფიცირება მოხდება სოფელ მაღლაკში, ამავე სოფლის მიწაწითელას უბანში კი მოეწყობა გარე განათების ქსელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი