გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის სრული აღდგენა მოხდება
25-01-2019, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია. ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. სავალ ნაწილზე ინტენსიურადაა წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები, რაც გზით მოსარგებლეებისთვის გადაადგილებას აფერხებს.

 


როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროქტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ ხიდს. ასევე, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორცხიელდება რეაბილიტირებული გზის მონიშვნის სამუშაოები.

 


ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულების შემდეგ, ღვთაების მონასტრამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

 


პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.

 


სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი